მეცნიერებმა რობოტი ფუტკრები შექმნეს
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (WSU) მკვლევრებმა შექმნეს რობოტი ფუტკარი, რომელსაც შეუძლია ფრენა ისევე, როგორც ნამდვილ მწერს. ეს რობოტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯია.
რობოტს Bee++ დაარქვეს. მას აქვს ოთხი ფრთა, თითოეულში დამონტაჟებულია დამოუკიდებელი მსუბუქი აქტივატორები, რომლებსაც შეუძლიათ ფრთის დამოუკიდებლად მართვა. ეს დიზაინი რეალურ ფუტკრებზე მიბაძვის საშუალებას იძლევა.
რობოტი ფუტკარი 95 მგ-ს იწონის, რაც აღემატება რეალური ფუტკრის წონას (10 მგ). მიუხედავად ამისა, რობოტს ისეთი აქტივობების შესრულება შეუძლია, როგორიცაა ხელოვნური დამტვერვა იმ ადგილებში, სადაც ეს რთულია, ან თუნდაც დაგვეხმაროს საძიებო-სამაშველო ოპერაციებში. რობოტს ჩაკეტილ სივრცეებში შეღწევა თავისუფლად შეეძლება.
მწერების ტვინივით
კვლევას ნესტორ ო. პერეს-არანციბია ხელმძღვანელობდა. ის WSU-ს ინჟინერიის სკოლის ასოცირებული პროფესორია, რომელიც მუშაობდა ხელოვნური მწერების განვითარებაზე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.
მისი ადრინდელი ნამუშევარი ფოკუსირებული იყო ორ ფრთიანი რობოტული ფუტკრის შექმნაზე. თუმცა, რობოტს მხოლოდ შეზღუდული მობილურობა ჰქონდა. 2019 წელს მისმა კვლევითმა ჯგუფმა მიაღწია გარღვევას ოთხფრთიანი რობოტის შემუშავებით, რომელიც საკმარისად მსუბუქი იყო აფრენისთვის. თუმცა, მხოლოდ აფრენისა და დაშვებისთვისაც კი მოითხოვდა, რომ რობოტს მწერის ტვინის სიმულირება მოეხდინა.
კომპლექსური მანევრების მისაღწევად, მკვლევრებმა შეიმუშავეს წინა ფრთების სპეციფიკური ნიმუშები. ეს Bee++-ს საშუალებას აძლევს იბრუნოს თავისი ძირითადი ჰორიზონტალური ღერძების გარშემო.
მკვლევრებმა ასევე გაიმეორეს კომპლექსური გადახრის მანევრი, რაც საშუალებას აძლევს რობოტ ფუტკარს შეინარჩუნოს სტაბილურობა და ფოკუსირება კონკრეტულ წერტილებზე ფრენის დროს. ამ კონტროლის მისაღწევად, შემუშავდა დიზაინი, სადაც ფრთები იკეცება დახრილ სიბრტყეში, მწერების ბუნებრივი ფრთების მოძრაობის მიბაძვით.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში IEEE Transactions on Robotics.
კომენტარები