"კიბორგის" კონცეფციის შემოღებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა. თანამედროვე ტექნოლოგიის სწრაფი ტემპით განვითარებიდან გამომდინარე, ის, რაც ერთ დროს უბრალო კონცეფციად ითვლებოდა, დღეს ხორცს ისხამს.

ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა რობოტული მკლავები, რომლებიც, მათი თქმით, კიბორგებს შორის ინტერაქციისთვის შეიქმნა.

ხელოვნური მკლავების დიზაინი ესთეტიკურად მიმზიდველია, თუმცა ოდნავ მოუხერხებელი, რადგან, ჯერჯერობით, 4 მკლავის გამოყენების შემთხვევაში მოწყობილობა 14 კგ-ს იწონის.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტექნოლოგია ახალი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია და, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდეს.

და თქვენ თუ მოირგებდით რობოტულ მკლავებს?

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.