ელენე ხოშტარია

16 May. 2023, 12:40

ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე საფრთხის შექმნა კანდიდატის სტატუსისთვის. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი. აზიმუტი, ავიაკომპანია, რომელიც ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ შევა ვერცერთ ევროპულ აეროპორტში, რომელიც არის აკრძალული, აკრძალული იმიტომ, რომ ის კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომელმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა. რომელიც დღეს ბომბავს უკრაინას, ხოცავს ადამიანებს. მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ არა, აკრძალულია შენი ფრენა. ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთ.

ავიაკომპანიის ერთ-ერთი მეწილე არის ჩახუტებული პუტინთან, მოღალატე, სისხლში ამოსვრილი ადამიანი, ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც აპირებს, რომ იფრინოს საქართველოში [...]

ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც უკვე თვითორგანიზებით იგეგმება დღეს პარლამენტის უკან, დღეს კანცელარიასთან — სხვადასხვა ინიციატივებია, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს საკუთარი სახე აჩვენოს. ამიტომ, ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, მშვიდად ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. ამიტომ 19 რიცხვში, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, დღის 12 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

და დაინახოს ყველამ, ჩვენ იქ არ ვერჩით მგზავრებს, ეს ჩვენი საქმე არაა, ვინ როგორ გადაწყვეტს, სად იფრინოს, მაგრამ ჩვენ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ვაჩვენებთ, რომ საქართველოში ქართული ოცნების გარდა ამ თვითმფრინავს ტაშით არავინ ხვდება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ