ფოტოები: 9 მაისს წითელ მოედანზე მხოლოდ საბჭოთა ალამი ფრიალებდა, რუსეთის დროშა არ გაიშალა
წლევანდელი 9 მაისი რუსეთისთვის ნამდვილი კრახი აღმოჩნდა. წინა წლების გამოსვლები სულ რომ არ გქონოდა ნანახი, მაინც მარტივად შეამჩნევდი, რომ წითელ მოედანზე ტექნიკის და სამხედროების კატასტროფული ნაკლებობა იყო.
არც ავიაციის შოუ, არც უკვდავი პოლკის მსვლელობა, არც საბჭოთა ტანკები, რომელსაც კრემლი ძლევამოსილების სიმბოლოდ იყენებდა. "მსოფლიოს მეორე არმიის" ნაცვლად, ვლადიმერ პუტინის და სერგეი შოიგუს წინ რუსული არმიის ნარჩენებმა ჩაიარა.
ამას დაემატა ისიც, რომ რატომღაც რუსეთის დროშა ძელს მოეხვია და არ გაიშალა. შესაბამისად საპატიო ყარაულის მთელი მსვლელობისას, წითელ მოედანზე მხოლოდ საბჭოთა "გამარჯვების ალამი" ფრიალებდა.
განსაკუთრებული ყურადღება ერგო წითელ მოედანზე ეულად მოძრავი ტანკსაც. ვაგნერის დამფუძნებლის ხმამაღალი გამოსვლებით და უკრაინის გენშტაბის მონაცემებით ისედაც ცხადი იყო, რომ რუსეთს ტექნიკის დანაკლისი აქვს, თუმცა აღლუმზე მხოლოდ 1 ტანკი, კრემლის მხარდამჭერი რუსული მედიებისთვისაც კი მოულოდნელი სანახავი იყო.
კომენტარები