დღესდღეობით, ყველამ იცის, რომ თუკი რაიმე გაჯეტის დასახელების წინ "i" ფიგურირებს, დიდი ალბათობით, კომპანია Apple-ის პროდუქტთან გვაქვს საქმე. და მაინც, რაზე მიუთითებს "i"?

ზოგიერთის აზრით, "i" მიანიშნებს ინტერნეტზე (internet). თუმცა ინტერნეტი არ არის ერთადერთი სიტყვა, რომელზეც ეს ასო მიუთითებს. 1998 წელს ეფლმა გამოუშვა iMac, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა უკეთეს გამოცდილებას, პროცესორის გაუმჯობესებულ სისწრაფესა და ინტერნეტზე წვდომას. პროდუქტის წარდგენისას სტივ ჯობსმა დაადასტურა, რომ კომპიუტერის დასახელებაში არსებული "i" მიუთითებდა ინტერნეტზე წვდომაზე, თუმცა — არა მხოლოდ.

"ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივცეთ ის, რასაც ამდენი ხანია გვთხოვდნენ: ინტერნეტზე წვდომა", — თქვა მან. მაგრამ, ამასთან ერთად, ისიც გაამხილა, რომ "i" წარმოადგენს 4 სხვა სიტყვასაც, კერძოდ: ინდივიდს (individual), ინსტრუქტაჟს (instruct), ინფორმირებასა (inform) და ინსპირაციას (inspire).

"ჩვენ პერსონალური კომპიუტერების კომპანია ვართ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი ინტერნეტისთვისაა შექმნილი, იგი ასევე ლამაზი, დამოუკიდებელი პროდუქტია", — განმარტა მან. "ჩვენი მიზანი ასევე განათლების მიწოდებაა. მათ [პედაგოგებს] სურთ, შეიძინონ ეს პროდუქტი და იგი იდეალურია იმ საქმის უმეტესობის შესასრულებლად, რომელსაც ისინი ინსტრუქტაჟის დროს ასრულებენ. იგი იდეალურია ინტერნეტში ინფორმაციის უზარმაზარი წყაროების მოსაძიებლად და, ვიმედოვნებთ, რომ იგი შეძლებს ჩვენს ინსპირირებას, შევქმნათ უკეთესი პროდუქტი."

მომავალში ეფლმა, მართლაც, უკეთესი პროდუქცია შექმნა და 2007 წელს, პირველი iPhone-ის გამოშვებით, მომხმარებლებს საშუალება მისცა, მარტივად ჰქონოდათ წვდომა ინტერნეტზე. თუმცა მოგვიანებით "i" იქცა არა ინტერნეტისა თუ სხვა შთამაგონებელი სიტყვების, არამედ — თავად ბრენდის იდენტიფიკატორად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.