ქანების წარმოქმნიდან დეგრადაციამდე — ილიაუნიში გეოლოგიური კვლევის ტექნოლოგიებზე ვორკშოპი ჩატარდება
4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 102 დარბაზში (T102 აუდიტორია) Erasmus+ Ka107 პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ფლორენციის უნივერსიტეტსა (DST-UNIFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კულტურულ თანამშრომლობას იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტთან (ISPRA) ერთად, გაიმართება ვორკშოპი "ქანების წარმოქმნიდან დეგრადაციამდე – თანამედროვე ტექნოლოგიები გეოლოგიური სტაბილურობის კვლევისთვის კლდის ძეგლებზე".
სემინარებს გამართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – მიხეილ ელაშვილი და დავით ჩხაიძე; ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორები – რაფაელო ჩიონი და კარლო ალბერტო გარძონიო, მკვლევრები – დოქტორი უილიამ ფროდელა და ტერეზე სალვატიჩი, იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, დოქტორი დანიელე სპიციქინო.
განრიგი
4 მაისი, ხუთშაბათი
10:00-11:00 პროფ. რაფაელო ჩიონი – „პიროკლასტური და ვულკანოკლასტური ნალექები; სედიმენტოლოგიური მახასიათებლები, ფორმირებისა და განფენის პროცესები“
11:00-12:00 პროფ. კალო ალბერტო გარძონიო, დრ. ტერეზე სალვატიჩი – „ქვის მასალის ანალიზი და დიაგნოსტიკა კონსერვაცია-რესტავრაციისთვის, ტოსკანის ისტორიული შენობების გამოცდილება“
12:00-13:00 დრ. უილიამ ფროდელა – „კრუდენისა და ვარნერის (1996) მეწყრული პროცესების კლასიფიკაცია"
13:00-14:00 დრ. უილიამ ფროდელა – „ინფრაწითელი თერმოგრაფიის გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის საიტების კონსერვაციისთვის"
5 მაისი, პარასკევი
10:00-11:00 დრ. დანიელე სპიციქინო – „საქართველოს კლდის ძეგლების კონსერვაციისა და საფრთხეების მიტიგაციის პრობლემები“
11:00-12:00 დრ. ტერეზა ნოლესინი – „არასტაბილური ვულკანური ფერდობების მონიტორინგი სახმელეთო ბაზირების რადარული ინტერფერომეტრიის გამოყენებით. იტალიის მაგალითები"
12:00-13:00 დრ. დავით ჩხაიძე – „გარემოს კომპლექსური მონიტორინგის სენსორების ქსელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა-მონიტორინგისთვის“
13:00-14:00 პროფ. მიხეილ ელაშვილი – „გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა კლდეში ნაკვეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, კვლევები საქართველოდან“
ვორკშოპის დეტალური განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3oUKwSZ
დრო: 4-5 მაისი, 10:00-14:00 საათი
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ვაკის პარკის გადმოსწვრივ)
დასწრება თავისუფალია.
კომენტარები