სექსი კოსმოსში — რამდენად ნებადართულია და რას ამბობენ მეცნიერები
კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ჩნდება შეკითხვები მიკროგრავიტაციაში სექსის შესახებ. მეტიც, ბევრს მსგავს გარემოში ჩასახვის ფაქტორიც აინტერესებს.
სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ გაერთიანებული სამეფოს კრანფილდის უნივერსიტეტის მკვლევრები.
მიუხედავად იმისა, რომ ნულოვანი გრავიტაციის პირობებში სექსის საკითხზე დიდი ხანია რაც საუბრობენ, კოსმოსური ტურისტული კომპანიები ამ მხრივ კვლავ არ აქტიურობენ. თუმცა. . .
"არარეალურია ვივარაუდოთ, რომ კოსმოსში გასული ტურისტები სექსისგან თავს შეიკავებენ. ეს დრო ალბათ მოვა და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", — აღნიშნულია კრანფილდის უნივერსიტეტის პრესრელიზში.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, კოსმოსში დაბადებული თუ ჩასახული ბავშვი ჯერ არ არსებობს. ერთია სურვილი და მეორე ის, თუ რა შეიძლება მას მოჰყვეს. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავს პირობებში ჩასახულ ნაყოფს შეიძლება სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდეს.
კოსმოსური ტურიზმით დაინტერესებულ კერძო კომპანიებს ამ მხრივ კვლევები ჯერ არ დაუწყიათ. თუმცა, NASA მკაცრია და ის ასტრონავტებს კოსმოსში სექსს უკრაძალავს. მიზეზი, პოტენციურად მავნე ფაქტორებია — მიკროგრავიტაცია და რადიაცია.
ასევე: როგორი იქნება სექსი კოსმოსში?
საინტერესოა, რომ ამ მხრივ შეზღუდული, მაგრამ მაინც წარმატებული კვლევები უკვე გვაქვს — თუმცა, ეს მოიცავს მწერებსა და ამფიბიებს. ძუძუმწოვრებზე მსგავსი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.
ერთი რამ ფაქტია, ამ მომენტისთვის კოსმოსური მისიების დროს სექსი არ არის ნებადართული და შეიძლება ამის უფლება ვერც კერძო ტურისტულმა მისიებმა მიიღონ. მსგავსი ნებართვის მისაღებად ჯერ კიდევ ბევრი კვლევა იქნება საჭირო.
ასევე: NASA-ს მეცნიერი — სექსი კოსმოსში შესანიშნავი იქნება
თუმცა, აკრძალვები მოიცავს ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მეორე საკითხია, დაცული სექსი, სადაც ჩასახვის პრევენცია მოხდა. ამ უკანასკნელზე პასუხს კი მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
კომენტარები