პატარა მამაცი გულები — ამბები სიკეთესა და იმედზე — კამპანია "კაცები ზრუნავენ" ბავშვებისა და მშობლებისთვის ახალ კრებულს გამოსცემს
ფოტო: კაცები ზრუნავე
შაბათს, 6 მაისს, 15 საათზე და ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ვიზრუნოთ ერთად ახალ პუბლიკაციას პატარა მამაცი გულები — ამბები სიკეთესა და იმედზე წარადგენს და ვორქშოფს ჩაატარებს. წიგნი გამოიცემა კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში.
პუბლიკაცია აერთიანებს ხუთ სხვადასხვა ზღაპარს, რომლებიც შექმნეს მწერლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან — მინდია არაბულმა საქართველოდან, ნატალია ტროხიმმა უკრაინიდან, არმენ ოჰანიანმა სომხეთიდან, აფსანა იუსიფოვამ აზერბაიჯანიდან და პაულა ერიზანუმ მოლდოვიდან. ზღაპრების ილუსტრაციებზე იმუშავეს ჰარუთიუნ თუმაღიანმა, სვეტლანა პარფენიუკმა, სევინჯი ყულიევამ, მარი კახურიშვილმა და იევჰენია პოლოსინამ, ხოლო წიგნისა და ყდის დიზაინი ილუსტრატორ ხატია ჩიტორელიძეს უკუთვნის. პუბლიკაცია შეიქმნა პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
6 მაისს, ბავშვებსა და მათ მშობლებს თავის ზღაპარს — გოჭები და ქათმები აბრეშუმის კაბებში მწერალი მინდია არაბული წაუკითხავს, რის შემდეგაც გაიმართება სპეციალურად ამ წიგნის მიხედვით შექმნილი ვორქშოფი, რომელსაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი — გიორგი ლიპარიშვილი ჩაატარებს.
პატარა მამაცი გულები — ამბები სიკეთესა და იმედზე ეს გახლავთ ბავშვებისა და მშობლების საკითხავი ზღაპრების კრებული გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ქართულ, ინგლისურ და ავტორების მშობლიურ ენებზე დაიბეჭდა. წიგნი უფასოდ გავრცელდება საქართველოში — თბილისისა და რეგიონების ყველა მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში და ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
პროექტის მიზანია, მკითხველი კიდევ ერთხელ დააფიქროს იმ გამოწვევების, სტერეოტიპებისა და კლიშეების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის თანასწორი გარემოს შექმნას. ტექსტები, რომლებშიც გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, დაიწერა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, პოზიტიური მშობლობა, კაცების ჩართულობა და სხვა.
"თანამედროვე სამყარო თანამედროვე ისტორიებს მოითხოვს. დღევანდელი დღის გმირები აღარ ელოდებიან გადამრჩენელ პრინცებს, ისინი მამაცები და მტკიცენი არიან და თავად წყვეტენ საკუთარ ბედს. თანამედროვე გმირები, მაღალი ციხესიმაგრეებიდან გადმომდგარი დიდებული მეფეებისგან განსხვავებით, თანაგრძნობითა და ოცნებებით არიან სავსე. ეს კრებული წარმოადგენს განსხვავებულ ხედვას ქალებისა და კაცების, გოგოებისა და ბიჭების როლებზე. ეს გახლავთ მორიგი რეგიონული ინიციატივა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრებებისა და ქცევების გადახედვას გვთავაზობს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შესაძლებლობა მიეცა, ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფინანსური დახმარებით, მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი კრებულის გამოცემას", — აცხადებს ოლგა ოსაულენკო, რეგიონული პროექტის მენეჯერი "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად".
"პატარა მამაცი გულები“ ბავშვებს საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს უყვება. ეს კრებული შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ პატარებს აუცილებელი საფიქრალი გაუჩნდეთ, მასზე კეთილ, მამაც და გაბედულ თანატოლ პერსონაჟებთან ერთად იფიქრონ და მათთან ერთად გადახდეთ ახალი თავგადასავლები.
ეს კრებული მშობლებისთვისაცაა, რათა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებზე და საზიანო პრაქტიკებზე, როგორიცაა არათანასწორი გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, რასობრივი, ეთნიკური თუ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. ძალიან გვინდა, ეს კრებული მათი შვილებთან გულწრფელი დიალოგის დასაწყისად იქცეს", — აცხადებს ნინია მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის ვიზრუნოთ ერთად თანადამფუძნებელი.
პროექტი ხორციელდება პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.
კამპანია კაცები ზრუნავენ 2014 წელს შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ და მისი მიზანია საქართველოში კაცების ჩართულობის გაზრდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. 2014 წლიდან, კამპანიამ კაცები ზრუნავენ არაერთი ინიციატივა და აქტივობა განახორციელა, მათ შორის არის მამის დღის დაფუძნება, საბავშვო საკითხავების გამოცემა, მამების სკოლა, მამაკაცური საუბრების სემინარები და სხვა აქტივობები თუ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები