ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

26 Apr. 2023, 19:42

დეტალებში არ შევალ. სამწუხაროა, შემაშფოთებელია და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. კვლევები ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესო ის არის, რომ ვინც, წინა კვლევაში ფავორიტები იყვნენ, მაგალითად, უსუფაშვილი, ლომჯარია, ანა დოლიძე, რომლებსაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ, საერთოდ ვეღარ აღმოჩნდნენ IRI-ის კვლევაში. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა ეს ყველაფერი — რაც იდება ხოლმე, სამწუხაროდ, IRI-ის სახელით. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 25 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ