ირაკლი ქადაგიშვილი

20 Apr. 2023, 17:18

ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ არა ობიექტური და საქართველოს ინტერესების დაკვეთით, არამედ ისეთი დაკვეთით, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა არ მაქვს. 

მაგალითად, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. რადიკალური ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ ერთი-ორი დეპუტატი შემოდიოდა. ყველაფერი, რაც ობიექტურად ასახვას იმსახურებდა, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო და არასამთავრობო ორგანიზაციები მას დაეთანხმნენ. შემდეგ ეს რეკომენდაციები და სამუშაო იმდენად ეფექტური იყო, მთელი ოპოზიცია იძულებული იყო, ხმა მიეცა იმისთვის, რაც ჩემმა კომიტეტმა გააკეთა ამ მიმართულებით. ვხედავთ პოლიტიკურ საბოტაჟს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უნდათ, მომზადდეს ნიადაგი, რატომ არ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არანაირი ობიექტურობის ნიშანწყალი აქ არ არის. ამიტომაც არის, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის საკითხი ერთი პროცენტია და არა მეტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. დღეს 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ EU-ის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთია შესრულებული. ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობენ, რომ NGO-ები ხშირ შემთხვევაში ისეთი ინტერესებით მოქმედებენ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  3. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  4. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  5. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში

გირჩევთ

ახლა კითხულობენ