საქართველოს ბანკი და აგრითაჩი მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია აგრითაჩი მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანია აგრითაჩი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს. ამ პროცესში მათი ძირითადი აქცენტი სოფლის მეურნეობაში არსებულ იმ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებზე კეთდება, რაც მეურნეობის წარმადობასა და მის მომგებიანობას ზრდის.
"2017 წლიდან, კომპანია ბაზარზე იყო პირველი, რომელმაც მოცვის ექსპორტი აზიის ბაზარზე სამი ექსპერიმენტული ბაღიდან განახორციელა. ამის შემდეგ, გლობალურმა მოთხოვნამ გვიბიძგა, აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო განგვევითარებინა. მივხვდით, რომ ქვეყანაში დადგა მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვის ნერგების მიწოდებისა და დარგვის შემდგომი რეკომენდაციის გაცემის საჭიროება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ფერმერებისთვის კონსულტაციის გაწევა. ჩვენი კომპანია მწარმოებლებს კონსულტაციას შემდეგი მიმართულებით სთავაზობს: ბიუჯეტირება და ფინანსური ანალიზი; ნერგების შერჩევა, საირიგაციო მომსახურება, მექანიზმის განსაზღვრა; სახარჯი მასალების მოძიება და შესყიდვა; საგრანტო და საბანკო დოკუმენტაციის მომზადება; ბაღის მენეჯმენტი; სარეალიზაციო არხების მოძიება, სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და სხვა მრავალი.
დარგის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, რაზეც საქართველოში ასეულობით ჰა-ზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სხვადასხვა ბაზარზე განხორციელებული ექსპორტი მეტყველებს. აგრითაჩი წლებია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სანერგე მეურნეობებთან, როგორებიცაა: Polka borowka, De Kemp, Plant 365, FallCreek. ასევე ვთანამშრომლობთ ქოთნების მწარმოებელ კომპანია San San-თან. კომპანია აგრითაჩი არის International Blueberry Organization-ის ერთადერთი წევრი საქართველოდან", — აღნიშნავს კომპანია აგრითაჩის დამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე ვეფხვაძე.
"საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს აგროსექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჩვენთან პარტნიორობით, კომპანია აგრითაჩი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ეხმარება, როგორც საკონსულტაციო მიმართულებით, ასევე ბაღის გაშენებისა თუ მოვლის მხრივ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, აგრომიმართულებით მიიღონ ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მიღებული ცოდნით ისინი მომავალში შეძლებენ ახალი საწარმოების გახსნას, სხვა ბიზნესებისთვის დახმარების გაწევასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააძლიერებს სოფლის მეურნეობას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
ცნობისთვის, კომპანია აგრითაჩი ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის, გაყიდვისა და შემოსავლის ზრდის მიზნით დახმარებას ბაზრის განვითარებისა და ლოგისტიკის მიმართულებითაც უწევს. ამ ეტაპზე კომპანიას ექსპორტი განხორციელებული აქვს როგორც კატარში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ კონგში, ბაჰრეინში, პოლონეთში და ა.შ.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები