შალვა პაპუაშვილი

13 Apr. 2023, 11:37

როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებების წაყენება ხდება ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეგობარი ქვეყნის მხრიდან, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარუდგინოს მტკიცებულებები, საქართველოს მოქალაქეები ასეთ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან არ იმსახურებენ.

არის საუბარი ღია წყაროებზე, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის საუბარი მედიაში გაჟღერებულ გარკვეულ საკითხებზე. სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობა და პატივისცემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტნიორი ჩვენს მოქალაქეს უწოდებს კორუმპირებულს, არ შეიძლება მან ჩაგვაყენოს, ვიქტორინის მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ უნდა გამოვიცნოთ თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. [...]

ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხი კეთილსინდისიერად აჩვენებდა საკუთარ პარტნიორობას, მათ შორის, ცხელ წერტილებში. 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ ერაყსა და ავღანეთში, ჩვენი 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ცხელ წერტილში და 300-ზე მეტი დაჭრილი გვყავდა. ვფიქრობ, როდესაც ერთ სანგარში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში და არ გამოვიცნოთ რებუსი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…