პიტერ სტანო

11 Apr. 2023, 18:07

მივიღეთ ცნობად აშშ-ის გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემასთან კავშირში მყოფი ოთხი ქართველი პირის შესახებ. აშშ-ის გადასაწყვეტია საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, რომელიც კომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოელიან, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში და გაატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლო და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მცდელობებს.

ასე უპასუხა საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ ფორმულას კითხვას. 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში, 11-16 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი"…