ტარიელ ნაკაიძე

23 Mar. 2023, 15:34

საერთოდ, მათთვის ჩემი რეპუტაცია, მართალია, მძიმეა, რადგან ისინი, ზოგადად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ არიან არასწორი პოზიციით და მე ყოველთვის ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიცავდი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს. არ გავტყდი ბათუმის ახალ მეჩეთთან დაკავშირებით, როცა, პრაქტიკულად, სახელმწიფომ ჩაშალა ეს პროექტი.

მართალია ამ შემთხვევაში, რომ ჩემი წარსული მძიმეა მათთვის. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ამოვარდა ყოველგვარი პოლიტიკური სივრცისგან, არის გადასული ძალადობაზე, რადგან ყველანაირი არგუმენტი მათ გამოეცალათ და ცდილობენ, პარლამენტში შეეცადონ ადამიანების, თემის დაშინებას, რომ საზოგადოებას აჩვენონ, ისინი არიან ძლიერები.

ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეშია მიყენებული, გაფარჩაკებული ეს პარტია. სახეახდილი ირაკლი კობახიძე, რომელიც ვერა და ვერ ათვითცნობიერებს, ვისთან რა უნდა ისაუბროს და რა პრეტენზიები აქვს და საკუთარ თანაგუნდელს უთხრას, რომ არასწორად მოიქცა და სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა. ესენი ბიძინას გულისთვის გაყიდიან ყველაფერს, საკუთარ მშობლებსაც.

რა თქმა უნდა, ეს არის ქსენოფობიური კონტექსტი თავიან ბოლომდე, მათ რომ რამე რეალური წარსულის სიმძიმის ჰქონდეთ, ამას შემარჩენდნენ? "კრებსებშიც" გამოქვეყნდა ჩემ შესახებ ლეგენდა. "რაპორტს" იძლევა შესაბამისი უწყება, რომ ტარიელ ნაკაიძის მიმართ იქნა ლეგენდა გავრცელებული, რომელიც მიზნად ისახავდა მისი რეპუტაციის შელახვას. ლეგენდა იყო, თითქოს მე ქრთამი ავიღე, ამერიკაში გავგზავნე სტუდენტები და ეს გაავრცელეს ამერიკის საელჩოში, თბილისსა და ბათუმში ჩემს საახლობლო წრეში.

მათ სტრატეგია აქვთ ასეთი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები მოხაზული ჰყავთ საფრთხისშემცველ ელემენტებად საქართველოში.

გამოეცალათ ყველანაირი არგუმენტი, რომ იბრძოლონ პოლიტიკურ სივრცეში და ახლა ცდილობენ, ლაფი გადაასხან მათ ოპონენტებს. ეს არ გამოუვათ. პირიქით, ეს ჩემ რეპუტაციაზე უფრო დადებითად მუშაობს იმ საზოგადოებაში, რომელსაც წარმოვადგენ. ამათ უნდათ, რომ გავჩუმდე, უმცირესობებთან დაკავშირებით არ ვისაუბრო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ამას ვერ მივართმევ. მე აუცილებლად ვიქნები შეუპოვარი მებრძოლი ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნების განმტკიცებისთვის. 

ამბობს On.ge-სთან საუბარში ტარიელ ნაკაიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს მძიმე წარსული აქვს და პარლამენტში კუთხეში დგომა ეკუთვნის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  2. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  3. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" ანკარაში NATO-ს 36-ე სამიტის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას…