კობახიძე ნაკაიძეს მძიმე წარსულში ადანაშაულებს — ოპოზიციონერი დეპუტატი ქსენოფობიაზე საუბრობს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
- On.ge-სთან საუბარში ნაკაიძე ამბობს, რომ პრორუსი დეპუტატები მას აგენტს უწოდებდნენ, საპასუხოდ კი ის განმარტებას ითხოვდა და ეუბნებოდა, თავად იყვნენ რუსული კანონის მიმღები მოღალატეები.
- "არგუმენტების არქონამ პოლიტიკაში ამ ძალადობამდე მიიყვანა. გაუნათლებელია, ხსნი მიკროფონს და გირტყამს. არ აქვს არგუმენტი, რომ გესაუბროს", — ამბობს ნაკაიძე ჯაფარიძეზე.
რა თქვა კობახიძემ: "ოცნების" დეპუტატი ოპონენტების ლანძღვასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ამჯერადაც ამართლებს.
- ირწმუნება, რომ ტარიელ ნაკაიძეს" მძიმე რეპუტაცია აქვს, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, განემარტა, რა იგულისხმა, კობახიძემ თქვა, რომ არ უნდა და არ განმარტავს.
- "როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის კაცი, სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები".
- "უხერხული თემაა, სენსიტიური თემაა და არ განვმარტავ ამიტომ", — ამატებს ის.
- მისივე თქმით, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში კუთხეში უნდა იდგეს.
- "მძიმე რეპუტაცია — ეს ერთი, სხვა კოლეგებს უწოდა მოღალატე, ეს მეორე, კუთხეში დგომა ეკუთვნის, თუ აქვს ელემენტარული სინდისი ამ კონკრეტულ დეპუტატს".
ნაკაიძის პასუხი: ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც წარსულში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე იყო და პარლამენტში რელიგიური უმცირესობების უფლებებს იცავს, On.ge-სთან საუბარში, ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებაში ქსენოფობიურ კონტექსტს ხედავს.
- "ჩემი რეპუტაცია, მართალია, მძიმეა, რადგან ისინი, ზოგადად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ არიან არასწორი პოზიციით და მე ყოველთვის ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიცავდი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს".
- ნაკაიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკურ სივრცეში ყველანაირი არგუმენტი გამოელია, ამიტომ ოპონენტებისთვის ლაფის გადასხმაზე გადავიდა.
- "ეს არ გამოუვათ. პირიქით, ეს ჩემ რეპუტაციაზე უფრო დადებითად მუშაობს იმ საზოგადოებაში, რომელსაც წარმოვადგენ. ამათ უნდათ, რომ გავჩუმდე, უმცირესობებთან დაკავშირებით არ ვისაუბრო, მაგრამ ნურას უკაცრავად. აუცილებლად ვიქნები შეუპოვარი მებრძოლი ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნების განმტკიცებისთვის".
- ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები "საფრთხისშემცველ ელემენტებად" ჰყავს მონიშნული.
- "ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეშია მიყენებული, გაფარჩაკებული ეს პარტია. სახეახდილი ირაკლი კობახიძე, ვერა და ვერ აცნობიერებს, ვისთან რა უნდა ისაუბროს. საკუთარ თანაგუნდელს უთხრას, რომ არასწორად მოიქცა და სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა. ესენი ბიძინას გულისთვის გაყიდიან ყველაფერს, საკუთარ მშობლებს", — ამბობს ნაკაიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები