ირაკლი კობახიძე

23 Mar. 2023, 13:40

ლევან იოსელიანმა ამხილა რამდენიმე კონკრეტული ენჯეო და ენჯეოები, ზოგადად, ამ ბულინგში, რომელიც წარმოებდა სამი დეპუტატი ქალის მიმართ. მე შემიძლია, ვივარაუდო, რომ ესენი იყვნენ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადებები მის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით 10-15 ენჯეო, ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით. ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილები. [...]

მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში, აქედან გამომდინარე, მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანის დაქვემდებარება ისე, როგორც მათ დაიქვემდებარეს ადრე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს და ამისი ეშინოდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ