შალვა პაპუაშვილი

20 Mar. 2023, 13:59

რაც შეეხება დავით ტურაშვილს ეს არის სწორედ… ეს არის საბოლოო ჯამში, რაც არის შედეგი ამ ზიზღისა, კამპანიისა… სამწუხაროდ, სოციალურ მედიას თავისი უარყოფით მხარე აქვს...

ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს რთულია არ დაინახო ის ფარისევლობა, ვინაიდან ის ტელევიზიაში გამოდიოდა, იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში ან გვერდით სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება. სწორედ ეს გესლი, რომელიც ამ მედიიდან მოედინება...

გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიიდან ხომ არ მიდოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლის საზოგადოებას აწვეთებენ და შხამის შეტანას ცდილობენ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადეობაში და ეს ადმიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე, აი, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. გუშინ, 19 მარტს ფორმულას ეთერში, გადაცემა მე-17 სართულში, დათო ტურაშვილმა მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრა, ემოციური მიმართვა ჰქონდა და ჩანდა, რომ შეუძლოდ იყო. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მწერალი კლინიკაში გადაიყვანეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ