თიბისიმ პროექტ ჩართეს ბენეფიციარებისთვის პროფესიული მასტერკლასი ჩაატარა
ფოტო: თიბისი
თიბისისა და ჩართეს პარტნიორობის ფარგლებში, 1 მარტს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში თიბისის თანამშრომლებმა პროექტ ჩართეს ბენეფიციარ მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარეს და საჭირო ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. პროექტი ჩართე მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს ხარისხიანი განათლებაზე წვდომა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს თიბისის წარმომადგენლებმა ისეთი მიმართულებების ტენდენციები გააცნეს, როგორებიცაა: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერია, სისტემების ინჟინერია, UI/UX დიზაინი, IOS დეველოპმენტი, პროდუქტის მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები. პროფესიული მასტერკლასის შემდეგ ახალგაზრდები სხვადასხვა აკადემიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათი მომავალი პროფესიების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნენ.
"30-წლიანი ისტორიის განმავლობაში თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენი ბრენდის მთავარ სოციალურ ფოკუსად სწორედ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ვაქციეთ. პროფესიული მასტერკლასი, რომელიც თიბისის თანამშრომლებმა ჩართეს ბენეფიციარებს ჩაუტარეს, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს გაეცნონ და აითვისონ. თიბისი ჩართესთან თანამშრომლობას განაგრძობს და მომავალში სხვა არაერთი საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიური ინიციატივებით დაუჭერს მხარს", — ამბობს თიბისის სტრატეგიული პროექტების მართვის ლიდერი ალექსანდრე მაყაშვილი.
"დღეს ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით სწავლა და მუშაობა ძალიან მარტივია. თუმცა, არსებული ციფრული უთანასწორობის ფონზე, ხარისხიანი განათლების მიღება არ არის ყველასთვის თანაბრად შესაძლებელი. სწორედ ამან განაპირობა პროექტ ჩართეს შექმნა. როგორც პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს, კომპანიებსა თუ ორგანიზაციების, შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისა და მათი ოჯახების აკადემიური, პროფესიული თუ ფინანსური განვითარების პროცესში. თიბისის ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტ ჩართეს მონაწილეებს დაეხმარებათ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და შეიქმნან სწორი მოლოდინები ამ სფეროში არსებულ პროფესიებსა და პერსპექტივებზე", — ამბობს მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ ჩართეს ოპერაციული ხელმძღვანელი.
აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების განათლებით უზრუნველყოფას მოიაზრებს. ამ ღონისძიების ინიციატორები თიბისის 2022 წლის გრეის ჰოპერის პროგრამის გამარჯვებულები ქალების გაძლიერების ნომინაციაში, თამთა კაპანაძე და პროექტი ჩართე არიან. გრეის ჰოპერის დაჯილდოება 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და თიბისის პარტნიორობით ჩამოყალიბდა და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში გოგონებისა და ქალების მიღწევების აღიარება, მათი გაძლიერება და ხელშეწყობა.
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
კომენტარები