კონცეპტუალური პროექტი ვაკეში — საქართველოს ბანკისა და კომპანია შიფტის პარტნიორობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი შენდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალაქის ცენტრალურ უბანში, მშვიდ გარემოში მოქცეული საცხოვრებელი, რომელიც მთაწმინდის ტყე-პარკსა და ძველ ვერას გადაჰყურებს — საქართველოს ბანკისა და კომპანია შიფტის პარტნიორობით შექმნილი კონცეპტუალური პროექტია, რომელიც მომხმარებელს მათ გემოვნებაზე მორგებულ ბინებს სთავაზობს.
გამორჩეული არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი პროექტის ჯამური ღირებულება 850 000 აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.
"ჩვენი პარტნიორობით ქალაქს ახალი, ექვსსართულიანი, მონოლითური შენობა შეემატება, რომელიც თანამედროვე არქიტექტურით და დიზაინით გამოირჩევა. პროექტს უნიკალურს ხდის მასში გათვალისწინებული დეტალები: ბინები ორმხრივი და ბუნებრივი განათებით, ოთახები მინა-აგურის კედლებით და ვინტაჟური ფანჯრებით, ასევე მაღალი ჭერით, ინდივიდუალური ეზოებითა და ფართო ვერანდებით, რომელიც სიმწვანეშია სრულად მოქცეული", — ამბობს კომპანიის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე.
პროექტის მიხედვით, შენობა აღჭურვილი იქნება ჭკვიანი სახლის ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც სახლი მესაკუთრის ამოცნობას შეძლებს. მეპატრონეს კი ქსელში დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით, სრული კონტროლი ექნება, რათა დისტანციურად მართოს ჭკვიანი საცხოვრებელი და საერთო სივრცე.
კორპუსი მოიცავს, როგორც ავტოსადგომს, ასევე გამწვანებულ შიდა ეზოსა და ზამთრის ბაღს. შენობის კედლები უზრუნველყოფს ხმის და თბოიზოლაციის მაღალ დონეს. გამომდინარე იქიდან, რომ შენობა სრულად მონოლითურია, სხვა კონსტრუქციებთან შედარებით, ის სეისმურად მდგრადია და გააჩნია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა.
პროექტს ისიც გამოარჩევს, რომ ბინის შეძენის პროცესში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტით — გარანტირებული შენაძენით. პროექტი დეველოპერებისგან ბინის ყიდვის შემთხვევაში, მყიდველს უძრავი ქონების დაზღვევით უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე მიზეზით პროექტი დროულად ვერ დასრულდა, მომხმარებელს ბანკი ზარალს სრულად აუნაზღაურებს.
"საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. სწორედ, ამიტომ შევქმენით ინოვაციური პროდუქტი — გარანტირებული შენაძენი, რომელიც ფიზიკური პირის მიერ დეველოპერებთან შეძენის ახლებურად დანახული პროცესია. ეს ერთი მხრივ, ბინის შეძენის მსურველს და მეორე მხრივ, დეველოპერულ კომპანიას უგვარებს უნდობლობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების რისკს. ამით პროექტის მიმართ, მომხმარებლის მხრიდან იზრდება, როგორც სანდოობა, ასევე დეველოპერულ კომპანიებს ეძლევათ გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობა.
შიფტი საიმედო და გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ფუნქციურ, კონცეპტუალურ და ესთეტიკურ საცხოვრებელ კორპუსს ქმნის. მათთან თანამშრომლობით კი გვინდა მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ გამორჩეული და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე შევქმნათ, არამედ შევთავაზოთ მათ მეტი სანდოობა და კომფორტი",— აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
საქართველოს ბანკის გარანტირებული შენაძენის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://m.bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/insurance
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები