სტარტაპი მომხმარებლებს მოგონებების "ჩაწერის" საშუალებას მისცემს
დისტოპიური სატელევიზიო შოუ Black Mirror კიდევ უფრო რეალური გახდა. ეს მას შემდეგ რაც ვირტუალურ რეალობაზე მომუშავე სტარტაპი მომხმარებლებს მოგონებების "ჩაწერის" საშუალებას აძლევს.
ტექნოლოგიის ვიდეო დემონსტრირებისას სტარტაპი Wist Labs აცხადებს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წვდომა მიიღონ ძვირფას მომენტებზე "როგორც ისინი ახსოვთ“. ეს ყველაფერი კი დამატებითი რეალობის გამოყენებით.
Wist-ის ვებსაიტის მიხედვით, პროცესი შედარებით მარტივი ჩანს: მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური აპლიკაცია, რათა სმარტფონზე გადაღებული ჩვეულებრივი ვიდეო 3D ფორმატად გარდაქმნან. ამის შემდეგ ვიდეო ინახება და მისი ყურება VR ჩაფხუტით ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.
"გადაღების დროს ჩვენ ვინახავთ ფერს, სიღრმეს, მოწყობილობის პოზიციას, აუდიოსა და სცენის ინფორმაციას. სიღრმის აღბეჭდვა ხდება LiDAR სენსორების გამოყენებით Pro მოდელის iPhone-ებსა და iPad-ებზე", — განუცხადა Wist-ის თანადამფუძნებელმა ენდრიუ მაკჰიუმ Freethink-ს.
დისტოპია, ახლა
მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია უდავოდ მაღალტექნოლოგიურია, ბევრი ამით შეშფოთებულია.
როგორც Twitter-ის მომხმარებლებმა აღნიშნეს, დემო ვერსია Black Mirror-ის ეპიზოდს მოგვაგონებს, სადაც კაცი ვახშმის წვეულების მოგონებას იმეორებს, რითაც ცოლის ღალატში ერკვევა.
მომხმარებლების ნაწილმა ფილმ Minority Report-დან სენტიმენტალური სცენა გაიხსენეს, სადაც მთავარი პერსონაჟი Wist-ის მსგავს ტექნოლოგიას იყენებს, რათა შვილის თამაშის მოგონება ნახოს
განსხვავებით სამეცნიერო ფანტასტიკის მაგალითებისგან, რომლებთანაც ახალ ტექნოლოგიას ადარებენ, Wist VR-ის მომხმარებლები თავად აკონტროლებენ თუ რა მოგონება უნდა ჩაიწერონ. ერთი შეხედვით განსხვავება ჯერ მხოლოდ ესაა, ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები