რა ილაპარაკეს დეპუტატებმა ბიუროზე, რომელიც მედიის აქციის პარალელურად იმართებოდა
ფოტო: თათია შურღაია / On.ge
სხდომაზე იმსჯელეს, გაიგზავნება თუ არა ხახლის ძალის კანონპროექტი კომიტეტებზე განსახილველად.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტში მედიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ და ანტიდასავლური მოძრაობის ინიცირებული კანონპროექტი გავაპროტესტეთ.
- კანონის თანახმადაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- მმართველი გუნდის წევრები ამ კანონს არ ემიჯნებიან, მეტიც მიიჩნევენ, რომ მეტი გამჭვირვალობა საჭიროა.
- 40 საერთაშორისო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონი და აცხადებს, რომ ის იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
ჟურნალისტები პარლამენტში შესვლისას დაბრკოლებას წააწყდნენ, რადგან მედიების დიდ ნაწილს მხოლოდ 2 ადამიანზე მისცეს საშვი. გარდა ამისა, შესვლისას დაცვის თანამშრომლებმა პოსტერების შეტანა დააბრკოლეს.
- პროტესტის მონაწილეები ბიუროს ოთახთან იყვნენ შეკრებილი და სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს".
- ისინი მოუწოდებდნენ დეპუტატებს გამოსულიყვნენ დარბაზიდან, თუმცა ასე არ მომხდარა.
- "თქვენ თვითონ ხართ აგენტები", "აგენტი თავი გაბიათ", "ჩვენ ჟურნალისტებად დავრჩებით", "მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია", — ამ და სხვა პოსტერებით ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ მედიის შეზღუდვა და პუტინის კანონის გამოყენება დაუშვებელია.
- აქციაში მონაწილეობას იღებდნენ On.ge, ნეტგაზეთი, პუბლიკა, მთის ამბები, ქვიარი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სტუდია მონიტორი და სხვა მედიების წარმომადგენლები.
რა მოხდა ბიუროზე: დღეს რამდენიმე თემა იყო განსახილველი, მათ შორის ინტერპელაციის მეთოდით მინისტრების მოწვევა და რატომ არ დაესწრება ქართული ოცნება უკრაინის მიწვევას კიევში ვიზიტზე.
- უშუალოდ ხალხის ძალის კანონპროექტზე საუბარი თეონა აქუბარდიამ დაიწყო და აღნიშნა, რომ პროექტს არ აქვს იურიდიული კომიტეტის დასკვნა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.
- შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პროექტს არა კომიტეტი, არამედ იურიდიული დეპარტამენტი განიხილავს მხოლოდ ტექნიკური ხასიათით და არა შინაარსით, შესაბამისად, კონსტიტუციურობაზე და მიზანშეწონილობაზე დასკვნას არ იძლევა.
- "ერთადერთი საკითხი, რასაც ბიურო წყვეტს, არის რომელმა კომიტეტმა უნდა განიხილოს", — განაცხადა პაპუაშვილმა.
თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ალბათ ესმის, როგორ სკანდირებენ გარეთ შეკრებილები "არა რუსულ კანონს" და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.
- ამის შემდეგ დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვაზე მხოლოდ 3 კომიტეტია მითითებული — იურიდიული, თავდაცვა და საგარეო — და დაინტერესდა, რატომ არ განიხილება ის ევროინტეგრაციის კომიტეტზე.
- "ჩვენ გვაქვს ვალდებულება კონსტიტუციით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და ასევე, გვაქვს პრაქტიკა უნგრეთის მაგალითზე, სადაც ლუქსემბურგის სასამართლომ კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების ნაწილი გააუქმებინა. ისევე, როგორც ძალიან ცუდი გამოცდილება რუსეთის, რომ ეს არ შეესაბამება ევროკავშირის პრაქტიკას", — განაცხადა მან და დაამატა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა სავალდებულო უნდა იყოს, რადგან ეს კანონი ხელს უშლის ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.
- მანვე იკითხა, განიხილავენ თუ არა, კანონი გაეგზავნოს ვენეციის კომისიას და მათი პასუხი მიიღონ.
ფრიდონ ინჯიას თქმით, ხალხის ძალაზე უფრო ადრე საუბრობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხშირად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და ითხოვდა, რომ შესაბამისი კანონით ისინი ჩარჩოებში ჩაესვათ.
- "მე მაინტერესებს რამდენად ემთხვევა სხვა ქვეყნის სახელმწიფოების ინტერესები ჩემი ქვეყნის ინტერესებს? თუ ეს ერთია, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ დააფინანსოს ის და თუ იქ მთლიანად ან 80 თუ 90% უცხო ქვეყანა უხდის ორგანიზაციას, რომელიც დღეს აქ მუშაობს, ესე იგი გვაინტერესებს, ვინ ქვეყანაა და მერე გადავხედავ რა ინტერესი აქვს იმ ქვეყანას საქართველოს მიმართ", — განაცხადა დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში კრემლისტური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა.
ავთანდილ ენუქიძემ, ევროპელი სოციალისტების კიდევ ერთმა დეპუტატმა ანტიდასავლური და კონსპირაციული ნარატივები გააჟღერა.
- "ვისაც უნდა საქართველოსთან მეგობრობა, იმეგობროს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან და ბომბების ჩადებას აქ იმ არასამთავრობოებით თავი დაანებოს", — ასე დაიწყო საუბარი დეპუტატმა.
- "ეს ვისიც არის არ ვიცი, ის ფული მისცეს საქართველოს მთავრობას, ბომბებს ნუ დებს. ეგ იმისთვისაა, რომ მერე ააყირავოს მთავრობა, თუ მორჩილი არ იქნება. აი, ესაა სიმართლე, რომელიც არ გინდათ ასე გამოკვეთილად არავინ არ თქვათ. ყველა ქვეყანაში მაგისთვის დებენ მაგ ფულს", — განაცხადა მან.
დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონში ამერიკული არაფერი არ არის. მანვე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე საჯაროდ მხარს უჭერს ამ კანონპროექტს და ინიციატორებშიც უნდა იყოს მითითებული.
- "ამ პროექტიდან გამომდინარე დაფინანსების მიღების ფაქტი უკვე არის აღიარებული იმ საკმარის ფაქტად, რომ დაფინანსების მომცემი თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს ამ ქვეყანაში და მიმღები მის კონტროლქვეშაა, გავლენის ქვეშაა და მის მითითებებს ასრულებს. ამერიკის კანონი პირიქითაა", — განმარტა მან.
- "ბატონი შალვა წლების განმავლობაში მუშაობდა იმ ორგანიზაციაში და უცხო ძალის ინტერესებში აქცევდი შალვა იმ ხალხს ვისთანაც აქ ფინანსურს ინტერესებში იყავი? უცხო ძალის კონტროლით აკეთებდი ამას შენ? უცხო ძალის დაქვემდებარებაში იყავი, როცა კანონპროექტებზე მუშაობდი?" — ასე მიმართა მან პარლამენტის თავმჯდომარეს.
იაგო ხვიჩიამ მედიის შემზღუდავი კანონი შეადარა პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის წესს და განაცხადა, რომ "რაც ახლა ხდება ენჯეოშნიკებთან და მედიასთან მიმართებაში, ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პარტიებთან მიმართებაში". გირჩის ლიდერმა განაცხადა, რომ მათი ნაწილი ამ შეზღუდვებს იმსახურებს.
- "მე მიმაჩნია, რომ იმ ენჯეოშნიკებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა თავის თავზე არ მოსწონთ, ეგენი ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ. იმიტომ, რომ როცა პოლიტიკოსებს გვზღუდავდნენ მაშინ პირიქით ითხოვდნენ ამ ახალ-ახალ შეზღუდვებს და კონტროლის მექანიზმებს", — თქვა ხვიჩიამ.
- "რატომ ხდება ის რომ ერთ კანონპროექტს არ ვიხილავთ ერთი წელია და ამ სისულელეს, რომელიც ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს ენჯეოშნიკებმა და ახლა პოლიტიკოსები იქეთ ვუჩალიჩებთ... თქვენ უჩალიჩებთ, მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ თქვენ რომ გაუჩალიჩოთ", — დაამატა დეპუტატმა.
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ 5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
+1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია +1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს
კომენტარები