იაგო ხვიჩია

20 Feb. 2023, 16:11

ზოგადად, რაც ახლა ხდება ენჯეოშნიკებთან და მედიასთან მიმართებაში, ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პარტიებთან მიმართებაში. ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება და ზუსტად იმ არგუმენტაციით ხდება ფინანსების გაკონტროლება, როგორც ახლა ენჯეოშნიკების შემთხვევაში. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ იმ ენჯეოშნიკებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა თავის თავზე არ მოსწონთ, ეგენი ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ. იმიტომ, რომ როცა პოლიტიკოსებს გვზღუდავდნენ მაშინ პირიქით ითხოვდნენ ამ ახალ-ახალ შეზღუდვებს და კონტროლის მექანიზმებს.

მაგრამ ჩემი კითხვა სხვა რამეშია: ხალის ძალის ამ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, რომ ახლა სასწრაფოდ ვიხილავთ, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომელიც ერთი წლის წინ შემოვიტანეთ ჩვენ განსახილველად და ეხება ადამიანის უკანონო პატიმრობას, მე ბირჟა მაფიას კანონპროექტს ვგულისხმობთ. და რატომ ხდება ის რომ ერთ კანონპროექტს არ ვიხილავთ ერთი წელია და ამ სისულელეს, რომელიც ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს ენჯეოშნიკებმა და ახლა პოლიტიკოსები იქეთ ვუჩალიჩებთ... თქვენ უჩალიჩებთ, მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ თქვენ რომ გაუჩალიჩოთ. აი, ამან რით დაიმსახურა ყურადღება იმაზე მეტი, ვიდრე დაიმსახურებდა კანონპროექტი, რომელიც უკანონო პატიმრობის გათავისუფლებას ეხება. 

განაცხადა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე, რომლის პარალელურად პარლამენტში აქცია მიმდინარეობს.   ჟურნალისტები დღეს ანტიდასავლური ძალის ინიცირებულ კანონპროექტს ვაპროტესტებთ, რომლის თანახმადაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი…