ნინო ლომჯარია

14 Feb. 2023, 17:30

თავისუფლების გამოხატულების დათრგუნვა ხდება, მე ასე მგონია და ამ დროს, შემოქმედება არის სწორედ თავისუფლება. სანდროსაც რომ არ ეთქვა, თუ თავისუფალი არ არის შემოქმედება, მაშინ ის პროპაგანდაა. როდესაც რაღაცა აქტი ხდება, რაც არ უნდა ეპატაჟური იყოს, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ეს ხელოვნების ნაწილია, ის უნდა აღვიქვათ ხელოვნებად. შეიძლება, ზოგს მოსწონდეს ზოგს არ მოსწონდეს, მაგრამ ასე იქმნება და ასე ვითარდება, ცოცხალი პროცესია. გვინახავს არაერთი ხელოვანი, რომლის პროტესტს არავინ აღიქვამს სისხლის სამართლის დანაშაულად, პირიქით, ეს შეიძლება წარმოგვეჩინა, როგორც შემოქმედის გამოხატულება, შემოქმედებითი პროცესის შედეგი. 

მე ვეტყოდი ხელოვანებს, რომ, რა თქმა უნდა, არაფრის არ უნდა შეეშინდეთ იმიტომ, რომ უფრო შორს, ეს ყველაფერი ვერ წავა, მე ასე ვფიქრობ. საზოგადოებას ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, არ უნდა დაითრგუნო ამის გამო, არ უნდა შეშინდეთ. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ახლა თითოეული ხელოვანისთვის არის ძალიან კარგი დრო, რომ შემოქმედებითად, კრეატიულად თუ სხვაგვარად გამოხატონ თავიანთი პროტესტი და დაუპირისპირდნენ ჩარჩოებში მოქცევისა და ძალის გამოყენებით რეგულირების მცდელობას. არ უნდა შეშინდეს ამის გამო არავინ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული

2027 წელს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 15,5 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.…