სალომე სამადაშვილი

7 Feb. 2023, 13:20

ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის. მათ შორის, ჩემთვის ცოტა უცნაურია, როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობაშიც ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ სხვადასხვა დღეს, იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ, გვახსოვს, ენმ-ის თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან, თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა და ახლა, როდესაც გუშინ დატოვა ივანიშვილმა სააკაშვილი პატიმრობაში, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით, ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება.

ამბობს ლელოს წევრი. 6 თებერვალს, სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას წყვეტს. დღეს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო საქმიანობა სტრატეგია აღმაშენებელმაც შეწყვიტა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა

დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლის შუა პერიოდამდე…