გაჟონილი ინფორმაციით, Microsoft თავის საძიებო სისტემაში ChatGPT-ს ჩაშენებას აპირებს
ამის შესახებ, სავარაუდოდ, კომპანია დღეს გამართულ შეხვედრაზე გვამცნობს.
Microsoft დღეს, 7 თებერვალს, ღონისძიებას გეგმავს, რომელზეც რამდენიმე ახალ ამბავს გავიგებთ. კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც Google-ის მხრიდან ChatGPT-ის მეტოქე ჩატბოტის გამოშვების შესახებ გავიგეთ.
იხილეთ: Google-ის ოფიციალური განცხადებით, იგი ChatGPT-ის კონკურენტის გამოშვებას გეგმავს
ღონისძიება, კერძოდ, თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება. Microsoft დეტალებს წინასწარ არ აკონკრეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, მოვლენა Bing საძიებო სისტემაში ChatGPT-ის ჩაშენებისა და OpenAI-სთან პარტნიორობის გაფართოების საკითხს მიეძღვნება.
მოსაწვევში ნათქვამია, რომ Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია მადელა რამდენიმე ამაღელვებელი პროექტის მსვლელობაზე გაგვიზიარებს ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ აქამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიამ OpenAI-სთან პარტნიორობა გააფართოვა — $10 მილიარდიანი შეთანხმების ფარგლებში Microsoft ამ უკანასკნელის ექსკლუზიური პარტნიორი გახდება.
ასევე იხილეთ: OpenAI-მ Microsoft-თან პარტნიორობის გაფართოება ოფიციალურად დაადასტურა
Microsoft-ის საძიებო სისტემაში ჩატბოტის ჩაშენების შესახებ ინფორმაციამ გასულ კვირას გაჟონა ინტერნეტში. კერძოდ, Bing-ის მომხმარებლებმა ჩატის ახალი სექცია შენიშნეს, რომელსაც ჩატბოტის მაგვარი სამომხმარებლო ინტერფეისი ჰქონდა საძიებო სისტემიდან პასუხების მოპოვებისთვის.
კომპანია ამას უბრალოდ "ახალ Bing-ს" უწოდებს, რომელიც ნამდვილ შეკითხვებზე "სრული პასუხებით" უზრუნველგვყოფს.
Microsoft გეგმავს, თავიანთ პროდუქტებზე OpenAI-ის სხვადასხვა მოდელი გამოიყენონ. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაციაც, რომ, გარდა Bing-ისა, OpenAI-ის ტექნოლოგიას Word, PowerPoint და Outlook-იც მიიღებს. Microsoft-მა ახლახან Microsoft Teams Premium გამოუშვა, რომლის ფუნქციებსაც OpenAI-ს უნდა ვუმადლოდეთ.
კომპანიამ ღონისძიების შემდეგ ოფიციალურად მას შემდეგ გვამცნო, რაც Google-ისგან ChatGPT-ის მეტოქის, Bard-ის, გამოშვების შესახებ გავიგეთ. აღნიშნული სერვისი ამჟამად მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე მოწმდება, თუმცა მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იგი მომდევნო კვირებში გახდება
ღონისძიებას Microsoft პირდაპირ ეთერში არ გაუშვებს, თუმცა გაკეთებულ განცხადებებს დაუყოვნებლივ გაეცნობით The Verge-ის ე.წ. ლაივბლოგზე.
კომენტარები