მალე ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოვა — მეტი ფუნქციითა და შესაძლებლობებით
ვირუსულად პოპულარული ჩეთბოტის მონეტიზაციის მიზნით, OpenAI-იმ ChatGPT-ის გამოწერის ახალი გეგმა წარადგინა. ჩეთბოტს, როგორც უკვე ვიცით, ტექსტის გენერირება, ადამიანის მსგავსად დამაჯერებელი ესეების შექმნა, ლექსების, ელ.წერილებისა და სხვა აქტივობების შესრულება შეუძლია.
ახლა კი სახელწოდებით ChatGPT Plus თვეში $20-დან იქნება ხელმისაწვდომი. სერვისი იძლევა უამრავ სარგებელს ChatGPT-ზე, მათ შორის ზოგადი წვდომა ChatGPT-ზე გადატვირთვის დროსაც. ამასთან, პრიორიტეტული წვდომა ახალ ფუნქციებსა და გაუმჯობესებებზე.
უფასო ChatGPT კვლავ იარსებებს და ის არ გაქრება. რაც შეეხება ChatGPT Plus-ს, ის ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში. OpenAI ამბობს, რომ უახლოეს თვეებში დაიწყებს ხალხის მოწვევის პროცესს მომლოდინე სიიდან. ასევე კომპანიაში საზღვრებს გარეთ გაფართოებასაც გეგმავენ და დამატებითი ქვეყნების მოცვას.
"ჩვენ ჩავუშვით ChatGPT, როგორც კვლევის ნაწილი, რათა მეტი გვესწავლა სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. მას შემდეგ, მილიონობით ადამიანის გამოხმაურება მივიღეთ", — ნათქვამია OpenAI-ის ბლოგპოსტში.
ChatGPT Plus შეიძლება იყოს პირველი რამდენიმე სერიოზული გეგმიდან. OpenAI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ბევრი ახალი იდეა აქვთ და ისინი ნელ-ნელა წინ მიიწევენ.
"ჩვენ გვიყვარს ჩვენი უფასო მომხმარებლები და გავახანგრძლივებთ უფასო წვდომას ChatGPT-ზე. რაც შეეხება ChatGPT Plus-ს, ამით ვხვეწავთ და ვანვითარებთ მომსახურებას", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
OpenAI-მ იანვრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ იწყებდა ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოეხდინა ChatGPT-ის მონეტიზაცია. რამდენიმე კვირის წინ კი დაიწერა, რომ რამდენიმე მომხმარებელს ჩეთბოტის ფასიან ვერსიაზე მიუწვდებოდა ხელი და მისი ფასი თვეში 42 დოლარი იყო. როგორც ჩანს, ეს დეზინფორმაცია იყო.
ChatGPT-იმ დაამტკიცა, რომ OpenAI-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ჩეთბოტი რეკორდს რეკორდზე ხსნის. მეტიც, ChatGPT-იმ Instagram-საც აჯობა და 10 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი სულ რაღაც 40 დღეში შეიძინა. ეს მაშინ, როდესაც სოციალურ ქსელს ამისთვის 1 წელზე მეტი დასჭირდა.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ბევრი ChatGPT-ში Google-ის კონკურენტსაც ხედავს. Gmail-ის შემქმნელის თქმით, ChatGPT საძიებო სისტემას 2 წელიწადში გაანადგურებს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები