ირაკლი კობახიძე

26 Jan. 2023, 19:51

არ წყდება მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ხან ამას აკეთებენ პირდაპირი მოწოდებებით, ხან აკეთებენ ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. 

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მოწოდებებს, პრაქტიკულად ღია ფორმით აკეთებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა. უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორ ხელისუფლებას. 

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ რუსების შემოდინების გამო, შესაძლოა, უკრაინელების ევაკუაცია დაიწყონ და რომ უკრაინულ მხარეს აქვს მოლოდინი, პარტნიორი ქვეყნები სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარებიან. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…