ირაკლი კობახიძე

24 Jan. 2023, 19:05


კარგი შედეგით დასრულდება ეს გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნაცმოძრაობაში, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისა და ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად, ეს არის სკანდალური თემა, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც, ალბათ, უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს ეს არის, რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც საკმაოდ მკაცრად ისჯება ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით.

რამდენიმე დღის წინ ენმ-ის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა და მისგან საჩუქრებიც მიუღია. დღეს კი კეზერაშვილის მიერ მელიასთვის მანქანის ჩუქებაზე სახელმწიფო აუდიტმა მოკვლევა დაიწყო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული "გიპერგლობუსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ეს კომპანია…