სიუჟეტი ნიუ-იორკიდან: რა ვიცით სინდიკატის ქართველ წევრებზე?
ფოტო: AP
რუსული კრიმინალური სინდიკატი - ვინ არიან ნიუ-იორკში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი წევრები, რომელთა ნაწილი, 23 პიროვნება უკვე აყვანილია და ფედერალური ბრალდება გუშინ საღამოს პირადად წაუყენეს. დანარჩენი 18 სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. ხუთი გაქცეულია და იძებნება. მთლიანობაში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში 33 პირს ედავებიან.
გვიან ღამით, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის მიერ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც საუბარია ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებზე და მათ დაჯგუფებაზე, რომელთაც ბრალი მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანონო ტარებაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ქურდობაში, საბუთების და საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და სამორინეებში სათამაშო აპარატების ჰაკერულ მანიპულირებაში ედებათ.
დაკავებულებს შორის ქართველი მოკრივეები, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, UFC-ის წევრი, ლევან მაყაშვილი და WBO- ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძეა. რას აცხადებენ დაკავებულების ახლობლები თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ეგრეთ წოდებული რუსული კრიმინალური კარტელის დაკავებულ წევრებს შორის უმრავლესობა ქართველი და საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივ ჯგუფს, დეპარტამენტის განცხადებით, ე.წ. კანონიერი ქურდები რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შულაია, რომლის დაჯგუფება ოლქის პროკურატურის განცხადებით, "შულაიას ენტეპრაიზ" ანუ საწარმო, ასეა მოხსენიებული, რუსეთის მოქალაქეა და ბევრს მოგზაურობდა უკრაინასა და რუსეთში. ერეკლე კერესელიძე, დენის სავგირი, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავადა სემიონ სარაიდაროვი იძებნებიან. 23 დაკავებულს ფედერალურ სასამართლოში ბრალი პირადად წაუყენეს, ხოლო 18 დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე. რაჟდენ შულაიას, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავას, მელმან გაბისონიას და მაყაშვილს, ავთანდილ ხურციძეს ატლანტიკ სითის და ლას ვეგასის სამორინეებში, ელექტრონული ჰაკერული პროგრამებით სათამაშო აპარატებში შეღწევაში და სასურველი მანიპულაციის გამოყენებაში წაუყენეს ბრალი. ეს ბრალდება 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველ კომენტარს ამერიკის ხმასთან გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი აკეთებს:
"გენერალური საკონსულო აქტიურ კონტაქტზეა სამართალდამცავ ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში. მათ შორის მოწოდებული მასალის თანახმად დაკავებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც წარდგენილი აქვთ ბრალი განსაუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი-გამოძალვა, კორუფცია, ძარცვა, საკომონუკაციო საშუალებებით თაღლითობა, ნაროტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები და სხვა. მე რაც მომაწოდეს სამართალდამცავმა ორგანოებმა არიან ამ მონაცემებით მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქები. ზოგი ამერიკის მოქალაქეა, ქართული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე და სხვა".
ხურციძის დაკავების შესახებ რა იცით? იყო ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებოდა. აეროპორტში მოხდა მისი დაკავება?
დიანა ჟღენტი: ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან გამოძიების პროცესი აქტიურ ფაზაშია.
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი იმიგრანტებისთვის და სპორტული საზოგადოებისთვის ლევან მაყაშვილის და ავთანდილ ხურციძის სახელების დანაშაულებრივ სიაში მოხვედრა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ლევან მაყაშვილის მეუღლეს ფეისბუქით დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა რომ ეს გაუგებრობაა და კომენტარს ვერ გააკეთებს. ია არველაძე ლევან მაყაშვილის და ავთანდილ ხურციძის დიდი ხნის მეგობარია. ის მათ ნიუ-იორკში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან იცნობს და ატლანტიკ სითიში გამართულ ყველა ორთაბრძოლაში გულშემატივრობს. ის ამ ინფორმაციით გაოგნებულია.
ია არველაძე: მოულოდნელზე მოულოდნელი ინფორმაციაა. ესენი არიან უწესიერესი ადამიანები, ორივე სპორტსმენი, ორივე წარმატებული. ლევანს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ორივე წარმატებული, დამსახურებული, შემდგარი სპორტსმენი და უწესიერესი ადამიანია. არ ვიცი ალბათ რაღაც შეცდომაა, არ ვიცი შოკში ვარ.
მანჰეტენის მოქმედი პროკურორის ჯონ ეკიმის განცხადებით ეს არის პირველი ფედერალური ბრალდება რეკეტზე ე.წ. რუსი ქურდის წინააღმდეგ. მისი თქმით, კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის საქმეში დევს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მომზადება, როდესაც მსხვერპლს აცდუნებდნენ და შემდეგ ქლოროფორმის საშუალებით თიშავდნენ, ასევე დიდძალი ქურდობა, სატვირთო კონტეინერიდან 10 ათასი პაუნდის ოდენობის შოკოლადის მოპარვა და სამორინეებში სათამაშო აპარატების ჰაკერობა.
ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, დანაშაულებრივი სამყარო ბრუკლინიდან ნევადის შტატამდე, ლას-ვეგასასის ჩათვლით მოქმედებდა. საუბარია ბრაიტონზე უკანონო პოკერის სათამაშო ბიზნესზე, სადაც იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, სძალავდნენ თანხას როგორც მოთამაშეებს, ისე ადგილობრივ ბიზნესის მეპატრონეებს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ქალბატონია, ნაზო იგივე ანა გაფრინდაშვილი, რომელიც სამართალდამცავების განცხადებით, გამოიყენს იმისთვის რომ ჯერ ეცდუნებინა, ხოლო შემდეგ მოეწამლა პიროვნება. ჯგუფის ორ წევრს, მათგან ერთ-ერთს გიორგი ლომიშვილს მანჰეტენზე და ბრუკლინში ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად, რაც ამერიკული კანონმდებლობით, ნიუ-იორკში , 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლომიშვილი ძებნაშია. დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე ეწეოდა კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობას, საბუთების, საბანკო ჩეკების და საკრედიტო ბარათების დამზადებას და მოხმარებას.
წაყენებული ბრალდებები ამერიკის ფედერალური კანონის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში 5, 10, 20 და 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
-
Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები
გადახედვა
-
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
გადახედვა
-
გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წიაღისეულის უკანონო მოპოვების და მიწების მითვისებისთვის 30 პირი დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წიაღისეულის უკანონო მოპოვების და მიწების მითვისებისთვის 30 პირი დააკავა
გადახედვა
-
მგზავრობისას ფანჯარაში ყურების მაგია მგზავრობისას ფანჯარაში ყურების მაგია
-
საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
-
დონალდ ტრამპი ჩინეთს 14-15 მაისს ეწვევა დონალდ ტრამპი ჩინეთს 14-15 მაისს ეწვევა
გადახედვა
-
საგაზაფხულო შეთავაზებები სითი მოლში საგაზაფხულო შეთავაზებები სითი მოლში
-
რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ
გადახედვა
-
ჭიათურელ მაღაროელებს პროკურატურასთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს ჭიათურელ მაღაროელებს პროკურატურასთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "რუსთავი 2" არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება "ჯორჯიან მანგანეზისაგან" ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით რომან გოცირიძე: "რუსთავი 2" არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება "ჯორჯიან მანგანეზისაგან" ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო
-
პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა
გადახედვა
-
ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა — კახა კალაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა — კახა კალაძე ელენე ხოშტარიას განაჩენზე
გადახედვა
-
საია პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვასა და საია-სთვის დაკვირვების შეზღუდვას კრიტიკულად აფასებს საია პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვასა და საია-სთვის დაკვირვების შეზღუდვას კრიტიკულად აფასებს
გადახედვა
-
არ გადაყარო, ჩააბარე! — თეგეტა მოტორსის გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში არ გადაყარო, ჩააბარე! — თეგეტა მოტორსის გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
-
ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები) ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)
გადახედვა
-
თამარ ბაგრატიონი: "ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს" თამარ ბაგრატიონი: "ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს"
გადახედვა
-
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
კომენტარები