ქუთაისში თეგეტას ახალი ფილიალი გაიხსნა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი მომსახურების ქსელს აფართოებს. ქუთაისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. ამ ობიექტის გახსნით თეგეტას ქუთაისში ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი.
გიორგი იაკობიძე, თეგეტა მოტორსის ქუთაისის ფილიალის დირექტორი: "თეგეტა მოტორსის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხი, სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რასაც, ერთი მხრივ, ქსელის გაფართოებით, მერე მხრივ კი თანამედროვე, დისტანციური სერვისებით უზრუნველვყოფთ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები — ეს არის თეგეტას სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს".
ფოტო: თეგეტა
ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ რეზერვაციითაც ისარგებლებს.
ფილიალში შემდეგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი:
- ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა;
- ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა;
- საბურავების სერვისი;
- ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა;
- აკუმულატორების შეცვლა;
- ნათურების შეცვლა და ფარების გასწორება;
- კონდიცირების სისტემის დატუმბვა.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში, წარმოდგენილი იქნება Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ზეთები, ანტიფრიზები, სამუხრუჭე ხუნდები, აკუმულატორები, მანქანის აქსესუარები და ავტომობილისათვის საჭირო პროდუქტები.
თეგეტა მოტორსის ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან 18:30-ამდე, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები