რა მოხდა ბრაზილიაში
ფოტო: EPA
ეროვნულ კონგრესში შეჭრის კადრები საერთაშორისო და ადგილობრივ მედიებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ყოფილი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის მომხრეები გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლადარჩეული სოციალისტი პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას დასამხობად სამხედრო გადატრიალებას ითხოვენ.
- ყვითელ და მწვანე ფერებში ჩაცმული მომიტინგეები კონგრესის გარდა სხვა სამთავრობო შენობებშიც, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოშიც შეიჭრნენ.
- ლულას ინაუგურაცია ერთი კვირის წინ გაიმართა.
დეტალები: საერთაშორისო მედიების ცნობით, პრეზიდენტი მიტინგის ადგილას ზარალის შესამოწმებლად მივიდა და მომხდარი ვანდალურ და ფაშისტურ აქტად შეაფასა.
- აქციის მიმდინარეობისას ბოლსონარუ ფლორიდაში იმყოფებოდა, საიდანაც მიტინგი დაგმო და ლულას ბრალდებები მის მიერ არეულობის წახალისებაზე უარყო.
- ბრაზილიის გუბერნატორი, იბანეის როჩა, რომელიც ბოლსონარუს ყოფილი მოკავშირეა, შექმნილი ვითარების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ქვეყნის მთავრობამ დედაქალაქის გარშემო უსაფრთხოების ნორმების გაამკაცრა.
- მანამდე როჩამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ბუნტის თავიდან ვერაცილების გამო ბოდიშს იხდის.
ფოტო: Reuters
გამოხმაურებები: მსოფლიო პოლიტიკურმა ლიდერებმა უკვე დაგმეს მომიტინგეთა ქმედებები.
- დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლულას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, აღნიშნეს, რომ ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელია და ის დემოკრატიას ძირს უთხრის.
- აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ბრაზილიის დემოკრატიულ ინსტიტუტებს მათი სრული მხარდაჭერა აქვს და "ბრაზილიელი ხალხის ნება არ უნდა დაირღვეს".
- საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიელ კოლეგას "უპირობო მხარდაჭერა" შესთავაზა.
- კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ხალხის დემოკრატიული ნების პატივისცემა უმთავრესია ნებისმიერ დემოკრატიაში, ხოლო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მომხდარს დემოკრატიაზე შეტევა უწოდა, რომელიც "არ შეიძლება, რომ მოითმინო".
ადგილობრივი მედიების ცნობით, პოლიციას ძალიან დიდი დრო დასჭირდა სიტუაციის კონტროლისთვის და ამას მძიმე შედეგებიც მოჰყვა.
- გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
- ბრაზილიის უსაფრთხოების ძალები ამბობენ, რომ კონტროლი აღადგინეს და ასობით ადამიანია დაკავებული.
- მემარცხენე პარტიები დღეს, 9 იანვარს კონგრესზე თავდასხმის საპასუხოდ აქციას გეგმავენ და მოქალაქეებს სან-პაულოში, ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში მასიურ პროდემოკრატიულ მიტინგზე იწვევენ.
- მსვლელობა ადგილობრივი დროით 18:00 საათზეა დაანონსებული.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა

კომენტარები