23 სერიალი, რომელსაც 2023 წელს ყველაზე მეტად ველოდებით
2022 წელი სერიალების მოყვარულებისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა — წელი ეიფორიის ახალი სეზონით დავიწყეთ, ზაფხულში ყველანი უცნაურ ამბებს ვუყურებდით, ის კი არა, House of the Dragon-ით სამეფო კარის თამაშებშიც კი დავბრუნდით.
2023 წელი ბევრ ახალ სერიალთან ერთად ძველი ისტორიების არანაკლებ საინტერესო გაგრძელებასაც გვპირდება. ამ სტატიაში იმ 23 სერიალს მოვუყარეთ თავი, რომელთაც წელს ყველაზე მეტად ველოდებით, თუმცა ისიც ვიცით, რომ დროთა განმავლობაში ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება.
1. უკანასკნელი ჩვენგანი / The Last of Us
HBO-ს ახალი სერიალი ჩვენი სიის სათავეში ბევრი მიზეზის გამოა: სერიალი 2013 წლის ვიდეოთამაშითაა შთაგონებული და მასზე ჩერნობილისა და აღნიშნული ვიდეოთამაშის შემქმნელები მუშაობენ. პედრო პასკალისა და ბელა რამზის პერსონაჟები პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ცხოვრობენ და მაყურებელს დაუვიწყარ თავაგდასავალს ჰპირდებიან.
პრემიერის თარიღი: 15 იანვარი
2. აიდოლი / The Idol
ეიფორიას შემქმნელი სემ ლევინსონი წელს ახალ სერიალს — აიდოლს შემოგვთავაზებს. სერიალში სექსი და ნარკოტიკები არ მოგვაკლდება, მაგრამ პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ის ხდის, რომ მასში The Weeknd, ლილი-როუზ დეპი და Blackpink-ის მომღერალი ჯენი მონაწილეობენ. დარწმუნებული ვართ, წინ მომაჯადოებელი სანახაობა გველის.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
3. დედოფალი შარლოტი: ბრიჯერტონის ისტორია / Queen Charlotte: A Bridgerton Story
შონდა რაიმსის ახალი სერიალი ბრიჯერტონის სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია და მის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერსონაჟზე — დედოფალ შარლოტზე გვიყვება. სერიალი დედოფლის ახალგაზრდობაზეა და უკეთ გაგვაცნობს მის წარსულსა და მეფესთან ურთიერთობას.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
4. მემკვიდრეობა / Succession (მე-4 სეზონი)
რას გვიმზადებს მემკვიდრეობის ახალი სეზონი? — დარწმუნებული ვართ, იმაზე უკეთეს სანახაობას, ვიდრე ველით. ოჯახი, ბიზნესი და ინტრიგები — მეოთხე სეზონი მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგვცემს.
პრემიერის თარიღი: 2023 წლის გაზაფხული
5. განსაკუთრებული / Extraordinary
წარმოიდგინე, რომ ისეთ სამყაროში ცხოვრობ, რომელშიც 18 წლის ასაკში სუპერძალას ყველა იღებს... შენ გარდა. ახალი სერიალის მთავარი გმირი 25 წლის ჯენია, რომელიც სუპერძალის მისაღებად ყველაფერზეა წამსვლელი.
პრემიერის თარიღი: 25 იანვარი
6. ჯინი და ჯორჯია / Ginny & Georgia (მე-2 სეზონი)
ჯინი და ჯორჯია დედა-შვილის რთულ და კომპლექსურ ურთიერთობაზე გვიყვება, თუმცა მე-2 სეზონში სიუჟეტი უფრო დაძაბულია, რადგან პირველი სეზონის ბოლოს ჯინიმ დედის საშინელი საიდუმლო გაიგო.
პრემიერის თარიღი: 5 იანვარი
7. შენ / You (მე-4 სეზონი)
ჯო გოლდბერგი ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი არაა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გაწაფულ სტალკერსა და მკვლელს ჩვენი გაოცება არასდროს უჭირს. ამჯერად ჯო პარიზში მიემართება. საინტერესოა, ვინ იქნება მისი მომდევნო მსხვერპლი?!
პრემიერის თარიღი: პირველი ნაწილი — 9 თებერვალი, მეორე ნაწილი — 9 მარტი.
8. ბზიკები / Yellowjackets (მე-2 სეზონი)
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გადარჩენილი ფეხბურთის გუნდის წევრი გოგოები უფრო დაძაბული სანახაობით, მისტიკითა და მოულოდნელობებით გვიბრუნდებიან. საინტერესოა, რას გვიმზადებს სერიალის მე-2 სეზონი.
პრემიერის თარიღი: 24 მარტი
9. უჩინარი / Invincible (მე-2 სეზონი)
2023 სუპერგმირების წლად გამოგვიცხადებია, რადგან მათ შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა თანაბრად საინტერესო სერიალები გველის. ერთ-ერთი ასეთი კი პოპულარული ანიმაციური სერიალი უჩინარია, რომლის მე-2 სეზონიც ბევრ დაპირისპირებასა და მოულოდნელობას გვპირდება.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
10. თაობა V / Gen V
The Boys-ის სუპერგმირები საუკეთესო თვისებებით ნამდვილად არ გამოირჩევიან, მაგრამ როგორ ყალიბდებიან ასეთებად? ამ კითხვაზე პასუხს ახალი სერიალი Gen V გაგვცემს, რომელიც თინეიჯერ სუპერგმირებზე მოგვითხრობს. თუ გგონია, რომ დაპირისპირება და ბევრი სისხლი არ გელოდება, მწარედ ცდები.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
11. საიდუმლო შეჭრა / Secret Invasion
სამუელ ელ ჯექსონი ნიკ ფიურის როლს მარველის ახალ სერიალში უბრუნდება. სერიალი უცხოპლანეტელებზე გვიყვება, რომელთაც ადამიანის გარეგნობის მიღება შეუძლიათ და ამ უნარის წყალობით დედამიწაზე საიდუმლოდ შემოიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო შეჭრა მარველის აქამდე ყველაზე მასშტაბური სერიალი იქნება.
პრემიერის თარიღი: 2023 წლის გაზაფხული
12. ლოკი / Loki (მე-2 სეზონი)
ჩვენი საყვარელი ანტიგმირი ლოკი ახალი სეზონით გვიბრუნდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ წინ ბევრი ოინი, მოულოდნელობა და თავგადასავალი გველის! ერთი სული გვაქვს, ტომ ჰიდლსტონი ლოკის როლში კიდევ ერთხელ ვნახოთ!
პრემიერის თარიღი: 2023 წლის ზაფხული
13. აგათა: ქაოსის ჯადოქრები / Agatha: Coven of Chaos
თუ WandaVision-ში აგათას პერსონაჟით შენც მოიხიბლე, მაშინ მშვენიერი სიახლე გვაქვს: აგათას წელს საკუთარი სერიალიც ექნება!
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
14. დაპატარავება / Shrinking
ახალ სერიალში ჰარისონ ფორდი ფსიქოლოგის როლს თამაშობს, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს, თავის პაციენტებს ის უთხრას, რასაც მათზე სინამდვილეში ფიქრობს. გული გვიგრძნობს, ეს კომედიური სერიალი ცოტათი სევდიანიც იქნება.
პრემიერის თარიღი: 27 იანვარი
15. პოკერფეისი / Poker Face
Glass Onion-ის რეჟისორი რაიან ჯონსონი ახალ დეტექტიურ სერიალს გვთავაზობს, რომლის მთავარ გმირსაც უნარი აქვს, გაიგოს, როდის იტყუებიან ადამიანები. სერიალში მთავარ როლს Russian Doll-ის ვარსკვლავი ნატაშა ლიონი ასრულებს, მოწვეულ მსახიობებს შორის კი ედრიენ ბროდი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, ჩერი ჯოუნსი და სხვები იქნებიან.
პრემიერის თარიღი: 26 იანვარი
16. ნამდვილი დეტექტივი: ღამის ქვეყანა / True Detective: Night Country
თუ პირველი სეზონის შემდეგ ნამდვილმა დეტექტივმა იმედი გაგიცრუა, გირჩევთ, ახალ სეზონს შანსი მაინც მისცე, რადგან მასში მონაწილეობას ჯოდი ფოსტერი მიიღებს, რომელმაც თავი Silence of the Lambs-ში შესრულებული როლით დაგვამახსოვრა. ახალ სეზონში დეტექტივები ცდილობენ გაარკვიონ, რა შეემთხვა 6 კაცს, რომლებიც ალასკაში ერთსა და იმავე ღამეს გაუჩინარდნენ.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
17. მანდალორელი / The Mandalorian (მე-3 სეზონი)
ეს წელი ვარსკვლავური ომების გულშემატკივრებისთვისაც განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან მანდალორელის მე-3 სეზონი გამოდის! წინ ბევრი თავგადასავალი და მოულოდნელობა გველის.
პრემიერის თარიღი: 2023 წლის თებერვალი
18. ასოკა / Ahsoka
ვარსკვლავური ომების ფანები მანდალორელის გარდა, წელს ასოკასაც ნახავენ. Star Wars Rebels-ისა და Star Wars: The Clone Wars-ის პოპულარულ ანიმაციურ გმირს ეკრანზე როსარიო დოუსონი გააცოცხლებს. რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, სერიალში ლეგენდარულ ჰეიდენ კრისტენსენსაც ვიხილავთ.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
19. ცის ოსტატები / Masters of the Air
წელს სტივენ სპილბერგის ტრილოგიის მესამე ნაწილსაც ვნახავთ: Band of Brothers-ისა და The Pacific-ის შემდეგ Masters of the Air-ის დროც დადგა. ამჯერად მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებულ სერიალში მთავარი გმირები საჰაერო ძალების წარმომადგენლები იქნებიან. ჩვენი მოლოდინებიც ცას სწვდება!
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
20. მე არასდროს / Never Have I Ever (მე-4 სეზონი)
2023 წელს თინეიჯერული დრამები ნამდვილად არ მოგვაკლდება: მე არასდროს მე-4 სეზონით დაბრუნდება. მესამე სეზონის დასასრულით თუ ვიმსჯელებთ, დევის, მის მეგობრებს, ოჯახსა და ჩვენ წინ საინტერესო თავგადასავალი გველის.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
21. მოსიარულე მკვდრები: მკვდარი ქალაქი / The Walking Dead: Dead City
მოსიარულე მკვდრები მე-11 სეზონით 2022 წელს დასრულდა, თუმცა ჩვენი საყვარელი პერსონაჟები არსად არ მიდიან. აპრილში მკვდარ ქალაქს ვნახავთ, რომლის მთავარი პერსონაჟები მეგი და ნიგანი იქნებიან — თუ მათ დაძაბულ ურთიერთობას გავითვალისწინებთ, წინ დაუვიწყარი თავგადასავალი გველის.
პრემიერის თარიღი: 2023 წლის აპრილი
22. ნოლი / Nolly
რასელ თი დეივისის ახალი სერიალი ბრიტანელ მსახიობ ნოელ გორდონზე გვიყვება, რომელიც 1964-1981 წლებში საპნის ოპერაში, სახელად Crossroads თამაშობდა. შეიძლება, ამ აღწერამ არ დაგაინტერესოთ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ სერიალში მთავარ როლს თვით ჰელენა ბონემ კარტერი ასრულებს.
პრემიერის თარიღი: 2023 წლის თებერვალი
23. და, რა თქმა უნდა, ხელოვნური სუნთქვა (მე-3 სეზონი)
6-წლიანი ლოდინის შემდეგ ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი ახალი სეზონით კავეა+-ზე ბრუნდება. მე-3 სეზონში მოქმედება ბოლო მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება. ტრეილერიდან ვიგებთ, რომ მელანო უკვე სტუდენტია და საავადმყოფოში იწყებს მუშაობას, სადაც ახალ ადამიანებს გაიცნობს.
პრემიერის თარიღი: 14 იანვარი
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა




















კომენტარები