Twitter-თან წვდომა ათასობით მომხმარებელს შეეზღუდა — რა ხდება
ის, რისიც აქამდე ბევრ ადამიანს ეშინოდა, მოხდა: Twitter ათასობით მომხმარებლისთვის გითიშა. პირველი ცნობები ხარვეზების შესახებ 28 დეკემბერს გავრცელდა. მომხმარებლების ცნობით, პრობლემები საღამოს 19:00 სათზე დაიწყო და პიკს 19:44 საათისთვის მიაღწია, ხოლო ორ საათში ვითარება კვლავ დასტაბილურდა. როგორც ჩანს, ძირითადი პრობლემა თავად ვებსაიტზე შესვლა იყო, მცირე ნაწილს კი აპლიკაციის გამოყენებაც შეეზღუდა.
The Guardian-ის ცნობით, იმ მომხმარებლების ეკრანზე, რომლებიც საიტზე შესვლას ვერ ახერხებდეს, ჩანდა წარწერა: "რაღაც შეცდომაა, თუმცა არ იდარდოთ, ეს თქვენი ბრალი არაა" (something went wrong, but don't fret — it's not your fault). ილონ მასკის თქმით, მას ქსელში შესვლის პრობლემა არ ჰქონია, თუმცა შიდა სერვერში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს, რამაც Twitter უფრო სწრაფი უნდა გახადოს.
25 დეკემბერს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Twitter-ის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური სერვერი გათიშა, თუმცა სოციალურმა ქსელმა ქმედუნარიანობა შეინარჩუნა.
ამერიკელმა მილიარდერმა სოციალური პლატფორმა ოქტომბერში, რამდენიმეთვიანი გაუგებრობის შემდეგ 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. მას შემდეგ კომპანიამ სამუშაო ძალის ნახევარი დაითხოვა და როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Washington Post-ს გაუმხილა, კომპანიის ექვს კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემას ინჟინრებიც კი არ ჰყავდა.
ინტერნეტის მონიტორინგის სერვის NetBlocks-ის დირექტორის, ისიკ მატერის თქმით, Twitter-ს პრობლემები მრავალ ქვეყანაში აქვს და პრობლემები პლატფორმის API-ს აქვს.
კომენტარები