"სწორედ სიმთვრალე ატყუებს ქართველების დიდ ნაწილს, როცა ისინი ვერ ხვდებიან გადაჭარბებული სიჩქარის ტრაგიკულ შედეგებს" — დათო ტურაშვილი თეგეტას კამპანიაში ჩაერთო
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო პერიოდი მთელ მსოფლიოში დიდი, ნათელი, ფერადი და იმედისმომცემი დღესასწაულის, სიცოცხლით სავსე მოლოდინთან ასოცირდება, როგორც აღმოჩნდა, უშუალოდ ახალი წლის დადგომას მსოფლიო მოსახლეობის გარკვეული პროცენტი სევდიანი ხვდება. მიზეზი ბევრია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ის საერთოდაც არ არსებობს. ეს თავისთავად საინტერესო ფაქტია და აღმოჩნდა, რომ ამ სადღესასწაულო სევდას საქართველოდან, თურმე მწერალი დათო ტურაშვილი უერთდება.
დათო ტურაშვილი, მწერალი: "ახალ წელს არ ვხვდები. სინამდვილეში — თვითონ მოდის და ყოველ ჯერზე მოუმზადებელი ვარ სიხარულისთვის. ზოგადად, ახალ წელზე საუბარი არ მიყვარს, რადგან უკუღმართი ვარ (მართლა უკუღმა ვარ დაბადებული) და როცა უამრავი ადამიანი გახარებული აღნიშნავს ახალი წლის დადგომას, მე ძალიან სევდიანი ვხდები ხოლმე, იმ ღამესაც კი. თუმცა, მოწყენილობას არ მაცდის მაკა კეკელიძე და მისი ბრძანებით ვცდილობ შვილებთან ერთად მაინც გავერთო და რამდენიმე ჭიქაც მივირთვა.
ახალი წელი ბავშვობიდან ასოცირდება იმ ფილმებთან, რომელთა ნახვასაც მთელი წელი ველოდი ხოლმე. ეს იყო კუჩხი ბედინერი და მერე ათოვდა ზამთრის ბაღებს. თელავი რომ მომენატრება, ახლაც ამ ფილმს ვუყურებ.
ერთი საერთო ოჯახური რიტუალი ჩვენც გვაქვს. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩემი სიდედრი, ნათელა კილასონია გვიგზავნის ხოლმე ისეთ ჯადოსნურ საცივს, რომელსაც, ჩემი ნება რომ იყოს, "ჩაკრულოსთან" ერთად კოსმოსში გავგზავნიდი".
როგორც ამბობს, არც მოახლოვებული ახალი წლის ღამე იქნება განსხვავებული. ისევ სახლში, ოჯახთან და გენიალურ საცივთან ერთად შეხვდება და სიმბოლურად აღნიშნავს 2023-ის დადგომას. მიუხედავად იმისა, რომ თავად არც დიდი დოზით ალკოჰოლთან ექნება შეხება და არც იმ დილემასთან - დაჯდეს თუ არა ნასვამი საჭესთან, მიიჩნევს, რომ ამ პრობლემაზე საუბარი, შეხსენება და გაფრთხილება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გახდა თეგეტა ჰოლდინგის წინასაახალწლო კამპანიის მონაწილე, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
დათო ტურაშვილი, მწერალი: "საქართველოში, ყოველწლიურად მომხდარი ავტოკატასტროფების უმრავლესობა ალკოჰოლთანაა დაკავშირებული. სწორედ სიმთვრალე ატყუებს ქართველების დიდ ნაწილს, როცა ისინი ვერ ხვდებიან გადაჭარბებული სიჩქარის ტრაგიკულ შედეგებს.
ყველაზე მთავარი, ალბათ იმის გააზრება იქნება, რომ თუ ჩვენი სიცოცხლე არ გვგონია იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მას მოფრთხილება უნდა, იმას მაინც უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს უგნურებას სხვისი სიცოცხლე ეწირება. და ვინ მოგვცა ჩვენ იმის უფლება, რომ ამდენი ადამიანი შევიწიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკუა არ გვყოფნის სწორად ცხოვრებისა და თუნდაც ავტომობილების სწორად მართვისათვის".
თავად დათოს საკუთარი მანქანა არ ჰყავს და ამბობს, რომ საჭესთან ჯდომა არც უყვარს. მიუხედავად ამისა ხანდახან მაინც უწევს მართვა. რაც შეეხება ალკოჰოლს საჭესთან — მის ცხოვებაში ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, როგორც ამბობს, შორეულ ახალგაზრდობაში და ახლაც ძალიან რცხვენია. მანქანის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მხიარულ ისტორიასაც გვიზიარებს.
დათო ტურაშვილი, მწერალი: "ჩემი პირადი გამოცდილებიდან სახალისო ის იყო, როცა ერთხელ პოლიციელმა მართვის მოწმობა გამომართვა, სახელი და გვარი წაიკითხა და ასეთი უცნაური შეკითხვით მომმართა — შენ რომელი ტურაშვილი ხარო და რას ვეტყოდი — ვერიკო ტურაშვილი ვარ მეთქი".
საახალწლო განწყობის შესაბამისი სახალისო ისტორიების გაზიარების შემდეგ კი ასეთ მილოცვას გვიტოვებს:
"თავისუფლებასთან, მშვიდობასა და ბედნიერებასთან ერთად, გონიერებასაც ვუსურვებ ჩვენს ხალხსა და ქვეყანას . ძალიან მინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ხალხი, ჭკვიანიც იყოს, არა მარტო საავტომობილო გზებზე, არამედ ყველგან, სადაც არასწორად ვცხოვრობთ..."
დათო ტურაშვილი
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები