ევროპული საქართველო გმობს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პარტია გმობს საქმიანობასაც, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე ისევ მიულოცა და რუსეთ-უკრაინას შორის "სამართლიანობის აღდგენა" ისურვა.
- პატრიარქი კირილი პუტინთან დაახლოებული პირი და მისი პოლიტიკის გამტარებელია, მათ შორის, მხარს უჭერს ომს უკრაინაში, რომლის შესახებაც ილია მეორემ არაერთი განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსეთი მხოლოდ ომის 21-ე დღეს ახსენა.
- კირილმა არაერთხელ აკურთხა რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
- ომის დაწყების შემდეგ კი შეიარაღებული ძალებისთვის აშენებულ საკათედრო ტაძარში იქადაგა და თქვა, რომ ხალხმა უნდა გაიღვიძოს და გაიგოს, რომ დადგა "განსაკუთრებული დრო, რომელზეც შეიძლება დამოკიდებული იყოს ხალხის ისტორიული ბედი"
წერილის მიხედვით, ილია მეორემ კირილს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
- "ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ამ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყველა ღვთიურ სიკეთეს. ასევე ვისურვებ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის", — წერია ტექსტში.
- მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა თქვა, რომ ომი არ არის საკმარისი მიზეზი, პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს.
- გარდა ამისა, ნიკოლოზი ფიქრობს, რომ კირილი სრულიად რუსეთის პატრიარქია და მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს ომი.
ევროპული საქართველო მოუწოდებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დიდი ხნის დაგვიანებით მაინც გაწყვიტონ ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით.
- "ჩვენ ვაღიარებთ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია, ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერ თანამშრომლობა არის მორალურად სრულად გაუმართლებელი", — აცხადებენ პარტიაში.
- ასევე, მოუწოდებენ საქართველოს ყველა პატრიოტს, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია ყველა, მათ შორის რელიგიურ შეკრებაზე, სადაც არ ხდება პუტინის და მის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების მკაფიო შეფასება და მით უმეტეს, ხდება მათი პირდაპირი თუ ირიბი გამართლება.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები