ვოლოდიმირ ზელენსკი

17 Nov. 2022, 00:10

უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება, ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი.

უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა ყველა მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი პარტნიორებისთვის და აფეთქების ადგილზე.

მთელი ჩვენი ინფორმაცია სრულ ხელმისაწვდომობაშია. ჩვენ მას ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს პირველივე საათებიდან, როცა მსოფლიომ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა.

წუხელ ველაპარაკე პრეზიდენტ დუდას და მივუსამძიმრე — რუსულმა აგრესიამ პოლონეთის ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. გუშინ, 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დღეს, 16 ნოემბერს თქვა, რომ რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვას ეკუთვნის, რომელიც რუსეთის სარაკეტო დარტყმას იგერიებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს

ძლიერი საქართველო-ლელოს რუსთავის საკრებულოს წევრმა ნინო სულაძემ მერს ოფიციალურად მიმართა მოთხოვნით, 2027 წლის…