მეცნიერებმა უძველესი, იდუმალებით მოცული მკვდარი პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს
ეს სისტემა სავსეა ლითიუმითა და კალიუმით, ამგვარი შემადგენლობა კი ჩვენი მზის სისტემის არც ერთ პლანეტას არ აქვს.
ამ თვის დასაწყისში ასტრონომებმა განაცხადეს ძველი სისტემის აღმოჩენის შესახებ, რომელიც დედამიწიდან სულ რაღაც 90 სინათლის წლის მანძილზეა. იდუმალი სისტემა, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე ძველია, რაც კი აქამდე გვცოდნია, მდებარეობს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის ირგვლივ. თუმცა, ახლა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს სისტემა შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ჩვენისგან.
იდუმალი მზის სისტემის ცენტრში არსებული თეთრი ჯუჯა 10 მილიარდ წელზე მეტი ასაკისაა. ეს ნიშნავს, რომ მკვდარი ვარსკვლავის ცხელი ბირთვი ოდესღაც ძალიან ჰგავდა ჩვენს მზეს და ახლა ის გარშემორტყმულია მკვდარი პლანეტების გროვებით, რომლებიც ცნობილია როგორც პლანეტოშენადედი.
მაგრამ რა განასხვავებს ამ იდუმალ სისტემას ჩვენისგან? ამაზე პასუხი დამოკიდებულია სისტემაში არსებული პლანეტების შემადგენლობაზე. ტერიტორია სავსეა ლითიუმითა და კალიუმით, ამგვარი შემადგენლობა კი ჩვენი მზის სისტემის არც ერთ პლანეტას არ აქვს. მაგრამ იმ დამატებით სირთულესთან ერთად, რომელსაც ეს ელემენტები ქმნის, იდუმალი სისტემა მეცნიერებისთვის თავისთავად თავსატეხს წარმოადგენს, რადგან არაფერი იციან მისი ფორმირების, განსხვავებულობისა და იმ ფაქტის შესახებ, თუ რატომ შეიცავდა ის უხვად ისეთ ელემენტებს, რომლებიც მაშინ იშვიათი იყო.
"ეს ნამდვილი საიდუმლოა", — განაცხადა აბიგაილ ელმსმა, უორვიკის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, რომელიც იკვლევს თეთრ ჯუჯებს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში, მიმდინარე წლის 5 ნოემბერს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იდუმალი სისტემა ჩვენისგან სრულიად განსხვავდება, მას შეუძლია დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, თუ როგორ ფორმირდება ეს სისტემები და მეტიც, სად შეიძლება ვეძიოთ არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულებები.
კომენტარები