Google Pay საქართველოშია და საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის ის უკვე ხელმისაწვდომია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკი, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. კომპანია Google-ის საგადახდო აპლიკაცია — Google საფულე (Google Wallet) საქართველოში შემოვიდა.
Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის. დღეიდან მათ, ვისაც Android-ის ტელეფონი აქვს, (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით) ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ საგადახდო სისტემით და სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით განახორციელონ გადახდები. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია Visa, Mastercard და American Express- ბარათით გადაიხადოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალით და ონლაინ ვაჭრობისას. ასევე, გაანაღდოს თანხა ბანკომატით Visa ან Mastercard-ის საშუალებით.
Google საფულის (Google Wallet) საგადახდო აპლიკაციაში ბარათის დამატება ძალიან მარტივია. მომხმარებელი მობილბანკში ავტორიზაციის გავლის შემდეგ Google საფულეში მისთვის სასურველი საბანკო ბარათის Visa, Mastercard თუ American Express მონაცემების შენახვა / დამახსოვრებას ახდენს, რომლის შემდეგაც ავტომატურად ეხსნება Google საფულე და მასში ასევე ავტომატურად აისახება საბანკო ბარათის მონაცემები.
უნდა აღინიშნოს, რომ Google Pay-ს გამოყენება გადახდებს კიდევ უფრო დაცულს ხდის. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გადახდებს Google Wallet-ში არჩეული ბარათის მეშვეობით, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის (ე.წ.ტოკენის) ნომრის გამოყენებით ხორციელდება. ეს გახლავთ უსაფრთხოების დინამიური კოდი, რომელიც ყოველ ტრანზაქციასთან ერთად იცვლება, რაც უსაფრთხოების დამატებით გარანტიას წარმოადგენს. Google საფულის დასაყენებლად აუცილებელია ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა. მისი გამოყენება კი უსაფრთხოა.
"ჩვენთვის როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის, მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს რათა მათ ახალი, ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკის მიერ Google Pay -ის ინოვაციური გადახდების დანერგვაც. გადახდის ეს კომფორტული, სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც Android-ს იყენებდა, შექმნა Tskapp აპლიკაცია, რომელსაც ახლა უკვე სრულად ჩაანაცვლებს Google Pay. Google-ის საგადახდო აპლიკაცია 45-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მოხარული ვარ, რომ დღეიდან ამ სიას საქართველოც შეემატა", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
"Google Pay მომხმარებლებს 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს საკუთარი Android-ით ან Wear OS მოწყობილობით", — განაცხადა ჯენი ჩენგმა, Google Wallet-ის ვიცე-პრემიერმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — "მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ის აპში და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცულია, გადახდები კი, რომელსაც ისინი ონლაინ ან ტრანსპორტით მგზავრობისას განახორციებელენ, სრულიად უსაფრთხო".
Google Pay-ით სარგებლობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://go.bog.ge/3tytNnL
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები