აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით გათიშვები განახლდა
ენერგეტიკული დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით გამორთვები განახლდა.
აფხაზეთის სხვადასხვა რეგიონში, მონაცვლეობით, ელექტროენერგია 1 საათით დღეში 5-ჯერ გაითიშება.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროგადამცემმა კომპანიამ განრიგი 9 ნოემბერს გამოაცხადა, ჩერნომორენერგომ, დენის გამორთვები პირველ ნოემბერს დაიწყო აჩგუარას მაღალი ძაბვის ხაზის ავარიული გამორთვის გამო.
აჩგუარას ხაზი, ენგურის ჰიდროელექტრო სადგურს, რომელიც მდებარეობს საქართველოს და აფხაზეთის მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებს შორის, აფხაზურ ქსელთან აკავშირებს.
ჩერნომორენერგოს ცნობით, აჩგუარას ხაზი რემონტის პროცესში იყო, მაგრამ მოუწიათ, ვადაზე ადრე აღედგინათ, როცა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა იქ ელექტროენერგიის დეფიციტის გამო. მათი განცხადებით, ქსელში დროზე ადრე ჩართვამ, ხაზის გაუმართაობა გამოიწვია.
გარდა ამისა, ენგურის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა აჩგუარას ხაზის აღდგენამ პრობლემა მოაგვაროს.
2015 წლიდან, ყოველ თებერვალს, აფხაზეთის ხელისუფლება ენერგიის მოხმარების შეზღუდვას აანონსებდა. ზოგ წლებში, შეზღუდვები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა, ზოგჯერ რამდენიმე კვირა. ამ პერიოდში, დენი შეიძლება გამორთულიყო დღის განმავლობაში ორიდან ექვს საათამდე დროით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები