მილიარდერი რუბენ ვარდანიანი მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრი იქნება
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
რუსი-სომეხი ბიზნესმენი და მილიარდერი რუბენ ვარდანიანი პრეზიდენტმა, არაიიკ არუთინიანმა სახელმწიფო მინისტრად დანიშნა.
ვარდარიანი გახდება არტაკ ბეგლარიანის შემცვლელი, რომელიც ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ის ზედამხედველობას გაუწევს მთიანი ყარაბაღის ყველა სამინისტროს — გარდა თავდაცვის და შინაგან საქმეების სამინისტროებისა, განსხვავებით მისი წინამორბედისგან, რომელიც მხოლოდ 4 სამინისტროს მუშაობას უწევდა კოორდინაციას.
სახელმწიფო მინისტრის პოსტი 2018 წლიდან შეიქმნა, რათა პრემიერმინისტრის თანამდებობა შეეცვალა, მას შემდეგ რაც მთიანი ყარაბაღი საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა. სახელმწიფო მინისტრები პირდაპირ ინიშნება მოქმედი პრეზიდენტის მიერ.
არამ არუთინიანის, მმართველი პარტიის, თავისუფალი სამშობლოს დეპუტატის თქმით, მიუხედავად წინამორბედზე უფრო მეტი სააღსრულებო ძალაუფლების ფლობისა, ვარდანიანის დანიშვნა "არ განიხილება, როგორც პრეზიდენტი არუთინიანის უფლებამოსილების დათმობა". პარლამენტის წევრი ამტკიცებდა, რომ ვარდანიანის დანიშვნა მოხდა "მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების" საპასუხოდ და რომ პარლამენტის უფლებამოსილებები ასევე გაფართოვდება მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებებით.
ვარდანიანმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და სექტემბერში მთიან ყარაბაღში გადავიდა.
"მადლობელი ვარ რუსეთის, მე იქ ვიყავი როგორც პიროვნება, ბიზნესმენი და პროფესიონალი", — განაცხადა ვარდანიანმა სადავო რეგიონში გადასვლისას.
"ყველა რისკის გაცნობიერებით მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და არცახში დავბრუნდე როგორც სომხეთის მოქალაქე. გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ ეს არის სწორი გზა".
როცა პრეზიდენტმა არუთინიანმა ვარდანიანს პოსტი შესთავაზა, მან განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდა, თუ გადაწყვეტილება "დიდ საზოგადოებრივ მხარდაჭერას" მიიღებდა.
ოპოზიციური პარტიის, ხვალინდელი არცახის თავმჯდომარე, ტიგრან პეტროსიანი, მიესალმა ვარდანიანის დანიშვნას. მისმა პარტიამ 21 ოქტომბერს დაასრულა 55-დღიანი საპროტესტო აქცია სტეპანაკერტში ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით.
"თუ უსაფრთხოებას მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით გულისხმობთ, [ვარდანიანს] ვერ ექნება გავლენა. და თუ ჩვენი ეკონომიკა განვითარდება, ეს ასევე გააძლიერებს უსაფრთხოებას. ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო მინისტრის შეცვლა იყო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და შედიოდა ჩვენს მოთხოვნებში", — განაცხადა პეტროსიანმა.
ვარდანიანი, რომლის ქონებაც დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, სომხეთში პოპულარული ფიგურაა. როგორც გამომგონებელმა და ფილანთროპმა, მან დააარსა Aurora Prize for Awakening Humanity, ჯილდო, რომელიც გადაეცემათ მათ, ვინც "ყველაზე გაჭირვებულებს" ეხმარებიან სომხების გენოციდს გადარჩენილთა სახელით.
ვარდანიანის დანიშვნას მთიან ყარაბაღში გარკვეული განხილვები მოყვა, მის რუსულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში ჩართულობის გამო. ბიზნესმენი ასევე არის Sberbank CIB-ის პრეზიდენტი, რომელიც ადრე ცნობილი როგორც Troika Dialog — მულტინაციონალური საინვესტიციო ფირმა, რომელიც OCCRP-ის გამოძიებაში გამოვლენილი იყო, როგორც ფულის გათეთრების ფართომასშტაბიან სქემაში მონაწილე, რომელმაც 2006-დან 2013 წლებში 4,6 მილიარდი დოლარის სიმდიდრე რუსეთიდან დასავლეთში გადაიტანა.
კომენტარები