მარიკა არევაძე

27 Oct. 2022, 18:59

სამწუხაროდ, ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება და ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა. აღნიშნული კი ტოვებს განცდას, რომ პროცესი არ არის მიმართული კონსენსუსისკენ.

ცალკე მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების სტანდარტი, რაც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის მიერ დასმული კითხვების ტონში და პათოსში იგრძნობოდა, რომელიც მიმართული იყო პირადად ჩემი აზრის გამოხატვის თავისუფლებაში შეჭრისკენ და მიზნად ისახავდა ჩემთვის პასუხის მოთხოვნას, იმისათვის, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული მქონდა პირადი მოქალაქეობრივი პოზიცია. [...]

მე ვინარჩუნებდი ჩემს სტანდარტს, ვინაიდან მთელს ამ პროცესში, მე ვერ მივცემდი თავს დეპუტატის სტანდარტზე დაცემის უფლებას. [...]

ომბუდსმენობის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა.  25 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას ქართული ოცნების დეპუტატებმა არევაძეს შეკითხვები, ძირითადად, მის ფეისბუქ პოსტებზე დაუსვეს. ალუდა ღუდუშაური კი დაინტერესდა ომბუდსმენობის კანდიდატის წარსული განცხადებები, არჩევნების გაყალბებასთან და პარლამენტის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, შეცდომა იყო, სიცრუე თუ კვლავ იზიარებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ