შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო — ილიაუნი მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლას იწყებს
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი SPG22-444) ნოემბრიდან თებერვლამდე მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლის ფორმატში განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო.
IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კურსი, რომელიც 15 სალექციო შეხვედრას მოიცავს, დაიწყება ნოემბერში და გაგრძელდება თებერვლის ჩათვლით. კურსის სალექციო შეხვედრები გაიმართება შაბათობით, 16 საათიდან 18 საათამდე.
კურსი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში და მონაწილეებს მასზე დასწრება შეეძლებათ როგორც დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით), ასევე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კურსის თემატიკა
- ლექცია 1: სამყარო მიკროსკოპში — ბუნების ძალები და მატერიის შემადგენელი აგურები
- ლექცია 2: ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი ურთიერთქმედება მატერიასთან
- ლექცია 3: ხილული და უხილავი სამყარო
- ლექცია 4: ბირთვული რეაქტორები ცაში — ვარსკვლავები
- ლექცია 5: ვარსკვლავთა ისტორია
- ლექცია 6: ნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები
- ლექცია 7: შავი ხვრელები არ აღმოჩნდა მთლად შავი
- ლექცია 8: გალაქტიკები და ჩვენი დიდი სახლი — ირმის ნახტომი
- ლექცია 9: სამყარო ფართოვდება
- ლექცია 10: რას გვამცნობს სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა?
- ლექცია 11: სამყაროს აქვს დასაწყისი — კოსმოლოგიური სინგულარობა
- ლექცია 12: რა ვიცით სამყაროს პირველი წუთების შესახებ?
- ლექცია 13: გრავიტაცია გვაძლევს საშუალებას, ავწონოთ სამყარო
- ლექცია 14: გრავიტაციული ტალღებით აღქმული სამყარო
- ლექცია 15: როგორ ვიწინასწარმეტყველოთ სამყაროს მომავალი?
სალექციო შეხვედრებს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოლოგიის ჯგუფის პროფესორები და მკვლევრები:
პროფესორი თინათინ კახნიაშვილი
თინათინ კახნიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია ასტროფიზიკის მიმართულებით. მონაწილეობს სამეცნიერო პროექტებში, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში (McWilliams Center for Cosmology, აშშ; NORDITA, შვედეთი; Pitt-PACC აშშ). იგი ასევე კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული მკვლევარი პროფესორია.
ვრცლად პროფესორ თინათინ კახნიაშვილზე
პროფესორი მიხეილ მაზიაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელემენტარული ნაწილაკების და კოსმოლოგიის მიმართულებით
ვრცლად პროფესორ მიხეილ მაზიაშვილზე
პროფესორი ლადო სამუშია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, კანზასის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ვრცლად პროფესორ ლადო სამუშიაზე
პროფესორი ბარათ რატრა
კანზასის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ფიზიკის მიმართულებით
პროექტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სკოლის პედაგოგები: ოთარ ღონღაძე, მაია ლევიძე, გოჩა კუბლაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები — სალომე მჭედლიძე და ვატო ცინცაბაძე.
პროექტი განკუთვნილია სკოლის თემატიკითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული IX-XII კლასელებისთვის, რომლებიც გაივლიან პროექტში მონაწილეობის შესარჩევ ეტაპს — ელექტრონულ აპლიკაციაში დაადასტურებენ მონაწილეობის მოტივაციას.
პროექტი განხორციელდება სრულად ჰიბრიდულ ფორმატში, შესაბამისად, მასში მონაწილეობას შეძლებს ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.
რას ისწავლი?
კოსმოლოგია, მეცნიერება სამყაროს შესახებ, მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპზეა, რათა, ერთი მხრივ, გვქონდეს მწყობრი თეორია სამყაროს სტრუქტურის და მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესების აღსაწერად, ხოლო, მეორე მხრივ, თანამიმდევრულად გავიაზროთ როგორც სამყაროს დაბადება და ევოლუციის ადრეული ეტაპები, ასევე განვჭვრიტოთ მომავალი.
დაკვირვებათა შედეგად, ცნობილია, რომ "ხილული" მატერია წარმოადგენს სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის არა უმეტეს 5%-ს. ამასთან გალაქტიკების დაკვირვებები ცხადყოფს სამყაროში "უხილავი" (ფარული) მატერიის არსებობას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ამჟამად სამყარო აჩქარებულად ფართოვდება, რაც გამოწვეულია უცნობი ბუნების "ფარული" ენერგიის არსებობით.
თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ამ ორი ფარული სუბსტანციის ბუნების შეცნობა. ეს საკითხები უკავშირდება სამყაროს წარმოშობისა და მისი შესაძლო მომავლის კონცეფციებსაც.
ამდენად, კოსმოლოგია გვაძლევს საშუალებას, სრულყოფილად აღვადგინოთ სამყაროს სურათი, შესაბამისად, წარმოადგენს ფართო საზოგადოების ინტერესს, რაც სცდება ფიზიკისა და ასტრონომიით დაინტერესებას და ეხება ფილოსოფიურ და რელიგიურ მსოფლმხედველობას.
"კოსმოლოგია" წარმოდგება მისი ბერძნული სახელწოდებიდან (ძველბერძნულად κόσμος (kósmos) "სამყარო" და -λογία (-logía) ?სწავლება/მეცნიერება") და მეტაფიზიკის განხრაა [Peacock 2010].
თუ ფილოსოფიურსა და რელიგიურ კონტექსტში კოსმოლოგია უკავშირდება მსოფლმხედველობასა და მითოლოგიას, ფიზიკისა და ასტრონომიის კონტექსტში ფოკუსირდება სამყაროს ქრონოლოგიის შესწავლაზე.
ფიზიკური კოსმოლოგია შეისწავლის სამყაროს წარმოშობას, მის ევოლუციას და წინასწარმეტყველებს სამყაროს მომავალს. ამავდროულად ფიზიკური კოსმოლოგიის განუყოფელი ნაწილია იმ ფიზიკური კანონზომიერების დადგენა და შესწავლა, რომელიც მოქმედებს სამყაროში და განსაზღვრავს მის დინამიკას. თანამედროვე კოსმოლოგია ინტერდისციპლინარული მეცნიერებაა. კერძოდ, ფიზიკური კოსმოლოგია ეფუძნება გრავიტაციისა და ველის თეორიას, კვანტურ და ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკას, ბირთვულ და ატომურ-მოლეკულურ ფიზიკას, სტატისტიკურ ფიზიკას და თერმოდინამიკას, აგრეთვე ასტროფიზიკასა და ასტრონომიას.
პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრანტები, ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეცნიერები სწორედ ამ თემატიკაზე გამართავენ მოსწავლეებთან შეხვედრებს.
როგორ ისწავლი?
პროექტით გათვალისწინებული თითოეული სალექციო შეხვედრა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. აპლიკაციის შევსების პროცესში გაქვთ საშუალება, დააფიქსიროთ, როგორი ფორმატით გსურთ კურსის გავლა — სრულად დისტანციურად თუ ფიზიკურ სივრცეში.
სრული კურსი შედგება თხუთმეტი 2-საათიანი ინტერაქტიული შეხვედრისგან, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე თემის შესახებ კითხვა-პასუხით მსჯელობას და მონაწილისთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.
როგორ უნდა გახდე პროექტის მონაწილე?
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა:
- ელექტრონული აპლიკაციის შევსების დროისთვის იყოთ საქართველოში ავტორიზებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების IX-XII კლასის მოსწავლე
- შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია და დაასაბუთოთ პროექტში მონაწილეობის მოტივაცია არაუგვიანეს ამა წლის 5 ნოემბრისა
ელექტრონული აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს.
აპლიკაციები განიხილება და მონაწილეები შეირჩევიან არაუგვიანეს ამა წლის 10 ნოემბრისა.
შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზატორები შეეხმიანებიან და სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას.
კურსი 2022 წლის 11 ნოემბერს დაიწყება.
სერტიფიკატი
პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გარდა სერტიფიკატისა, პროექტის დასრულების შემდეგ შეირჩევიან ფიზიკა-მათემატიკით დაინტერესებული აქტიური მოსწავლეები (მათი გამოკითხვის საფუძველზე) და გაგრძელდება მათთან მუშაობა ცოდნის გასაღრმავებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები