მშობლების თქმით, მერიის აუზზე ბავშვები და მწვრთნელები მოიწამლნენ — კალაძე ამბობს, რომ მიზანმიმართული ტყუილია
მშობლები ამბობენ, რომ მოწამვლა აუზის დაქლორვამ გამოიწვია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აუზი, რომელზეც მშობლები საუბრობენ, თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და ის სპორტულ ცენტრ იმედშია განთავსებული.
- არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც მოცურავე ბავშვებით დატვირთულ აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი კერძოდ, ქლორის დამატება ჩანს, თუმცა მერია ამბობს, რომ კადრები ძველია.
- როგორც მშობლები ამბობენ, ეს ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა არ არის, ასეთი ფაქტი ზაფხულშიც დაფიქსირდა, ხოლო ბოლო — რამდენიმე დღის წინ.
- მშობლებისა და მწვრთნელის თქმით, მათ რეაგირებისთვის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მშობლები: ისინი ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს დამნაშავე და სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.
- "სხვანაირად მე არანაირი ნდობა არ მაქვს, რომ ამ აუზზე მივიყვანო ჩემი მშობლები და გავაგრძელო ცურვაზე მათი ტარება", — ამბობს ერთ-ერთი ფორმულასთან.
- მისივე თქმით, რადგან აუზი მერიის დაქვემდებარებაშია, პირველი პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ.
- "ჩემი ბავშვიც იყო მოწამლული, მყავდა პედიატრთან და დაუდგინდა, რომ იყო მსუბუქი ინტოქსიკაცია, გამოხატული ძილიანობით, მუცლის ტკივილით და გულის რევით", — თქვა კიდევ ერთმა მშობელმა.
- საცურაო აუზის შენობასთან დილით მშობლები, მწვრთნელები და ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები — ადგილზე იყო პოლიციაც.
სპორტულმა ცენტრმა 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდნენ, რომ გავრცელებული ვიდეო ზაფხულშია გადაღებული და რეალურად, აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესია ასახული.
- "პერსონალს, რომელიც ჩანს კადრებში, ხელში უჭირავს სინჯარა და ავსებს წყლით".
- ნათქვამია, რომ წყლის ქიმიური დამუშავება მხოლოდ ცარიელ აუზში ხდება და ამისთვის ესპანური წარმოების, შესაბამისი ლიცენზიის მქონე ქლორი გამოიყენება.
- ასევე, ამბობენ, რომ ინფორმაციის გავრცელებისთანავე წყლის სწრაფი ტესტირება მოხდა, რომელმაც აჩვენა, რომ ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
- ამასთან, მიმდინარეობს დამატებით სრულყოფილი კვლევა, რომლის შედეგები ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
- მანამდე, ცოტა ხნით ადრე კი დაპოსტეს, რომ საცურაო აუზზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სარგებლობა დროებით შეჩერებულია.
კალაძე: თბილისის მერი ამ საკითხს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შეეხო და ინფორმაციას "სამარცხვინო და მიზანმიმართული ტყუილი უწოდა".
- "ეს ყველაფერი მიზანმიმართულად დაამთხვიეს ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს, ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი".
- მერმაც გაიმეორა იგივე და აღნიშნა, რომ აუზის წყლის ტესტირება და დამატებთ ორი კომპლექსური კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი წესრიგშია.
- მისივე თქმით, "ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით" დადგინდა, რომ ამ დღეების განმავლობაში არცერთი ბავშვი არ ყოფილა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.
გარდა ამისა, კალაძე ამბობს, რომ სპორტული ცენტრის კონკრეტული თანამშრომლების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს "შესაბამისი რეაგირება მოჰყვება".
- "ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყოველთვის მივაწვდით ინფორმაციას".
- კალაძემ მედიას დოკუმენტი წარმოუდგინა, რომელიც, მისი თქმით, ჩატარებული დამატებითი კვლევის შედეგებს ასახავს.
მერიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ამბობს, რომ ინტოქსიკაციის მქონე არცერთ პირს არცერთ კლინიკაში არ გაუვლიათ რეგისტრაცია.
- "არც სასწრაფოში ფიქსირდება ზარი, გვინდოდა დაგვედგინა დიაგნოზი და წყლის მდგომარეობა იყო თუ არა ერთმანეთთან კავშირში, ასეთი რამ არ დადასტურდა".
- გალდავას თქმითვე, მწვრთნელი, "რომელიც ამბობს, რომ ცუდად გახდა, არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი" და "ინდივიდუალურად ალერგიული ადამიანია".
- გავრცელებულ ვიდეოზე კი აღნიშნავს, რომ ბუნდოვანი ხარისხისაა, — "დააკვირდით, რატომ შეიძლება იყოს ბუნდოვანი ხარისხის".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა

კომენტარები