ნიკა მელია

24 Oct. 2022, 14:40

გუშინ სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით ღიად უარი თქვა ევროკავშირის გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებაზე და სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე. ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას, რა თქმა უნდა, შეეძლო ნაკლებად ცნობილი ვინმე მურუსიძის კანდიდატურის წამოყენება და არჩევა, მაგრამ რეჟიმმა ასე უტიფრად, ურცხვად და თავხედურად აირჩია თავად მურუსიძე და ამით გამოიწვია საზოგადოება და დასავლეთი. 

მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, უბრალოდ, გუშინ მათი არჩევით კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემაში. რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან ამ სასამართლო სისტემაში, მით უფრო მეტი ლევან მურუსიძე ეყოლება ქართულ სასამართლოს. [...]

სოსო გოგაშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების საყრდენი იყო წლების განმავლობაში, სწორედ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ასახელებს პირადად ივანიშვილთან გარიგებულ მოსამართლეებად. ისინი სუსთან მუდმივად კოორდინაციაში უნდა ყოფილიყვნენ "ოცნების" სასარგებლოდ დავების გადასაწყვეტად. მათ ნებისმიერი დავალება უნდა შეესრულებინათ, რომელიც წამოვიდოდა ქართული ოცნების მხრიდან. საჭიროების შემთხვევაში სუსი მათ ოპერატიულ, უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციას მიაწვდიდა, რითიც მოხერხდებოდა კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლას მოახერხებდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის — "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" — ჩვენება და დისკუსია…