რას ამბობს კობახიძე ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებაზე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ამ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა.
დეტალები: მან კვლავინდებურად ომში ჩართვის "მცდელობებზე" ისაუბრა და ეს საკითხიც ამ ნარატივს დაუკავშირა.
- TV პირველის კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა ქართულმა ოცნებამ ამ სანქციების თავიდან არიდება, ამბობს — "მეორე ფრონტი არ გავხსენით".
კობახიძის მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ალექსეი დანილოვი ერთი მხრივ, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს, მეორე მხრივ, კი აშანტაჟებს.
- კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ პარტიის დამფუძნებლის დაცვას, კობახიძე ამბობს: "არ სჭირდება მას დაცვა, მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში".
- "ვერც დანილოვი, და ვერც სხვები ამას ვერ მიაღწევენ", — დაამატა მან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები, მათ შორის მისი ძმა და უჩა მამაცაშვილი დაასანქცირა.
- შესაბამისი ბრძანება გუშინ, 19 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) სიაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
- ბრძანებას თან ახლავს დოკუმენტი სახელად "დამატება", სადაც ჩამოთვლილია სანქცირებული პირების სახელები და აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდა.
- სანქცირებულთა სიაში არიან ქართული ოცნების დამფუძნებლის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ალექსანდრეს ცოლი ქეთევან ხარაზიშვილი.
- ასევე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.
რა სანქციები დაუწესდათ: თითოეულ პირს ახლავს მოკლე დახასიათება და მისთვის დაწესებული შეზღუდვების სია, რომლებშიც აღნიშნულია, რომ დაებლოკებათ აქტივები და დროებით წაერთმევათ მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლება.
- ასევე იგულისხმება უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენების და ტრანსპორტირების შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა;
- ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება;
- ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება.
კონტექსტი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქციებთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სახელი არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს.
- ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებიდან და ევროპარლამენტიდან, ამის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
- 5 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ პლატფორმაზე გამოჩნდა ივანიშვილისა და 11 ქართველის, მათ შორის მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის სახელები, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.
- მაშინ დავით არახამიამ განაცხადა, რომ პაკეტში ჯერჯერობით ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან და ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა იმოქმედონ.
ვინ იყო სიაში: ბიძინა ერთადერთი ივანიშვილი არ არის, ვის გვარსაც ამ პლატფორმაზე ნახავდით. აქვე იყო მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც.
- გარდა ამისა, ქართული ოცნების დამფუძნებლის ნათესავები უჩა და ტიტე მამაცაშვილები, ქეთევან ხარაიძე და მათი პარტნიორი გიორგი კაპანაძე;
- ასევე, თავად ივანიშვილის პარტნიორი, ირაკლი რუხაძე;
- აქვე ნახავდით ბიზნესმენებს, დავით ხიდაშელს, ლევან ვასაძეს, ვანო ჩხარტიშვილს;
- და ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოთარ ფარცხალაძეს, სულხან პაპაშვილს.
რატომ ითხოვდნენ მათ სანქცირებას: პლატფორმაზე ყველა პირის შესახებ მოკლე დახასიათებაა წერია, სადაც სიაში შეყვანის აუცილებლობაა განმარტებული.
- მაგალითად, ჰომოფობი და მოძალადე ჯგუფების ლიდერი, წარსულში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ლევან ვასაძე აღწერილია, როგორც პუტინის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ახლო მოკავშირე;
- ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ოლიგარქიული მმართველობის და ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთ მონაწილედაა დახასიათებული;
- დავით ხიდაშელი კი ივანიშვილის პარტნიორად და ბიზნესმენად, რომლის კომპანიების შემოსავალი აძლიერებს რუსეთის ბიუჯეტს.
რას წერენ ივანიშვილზე: მის დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველია და ახლო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან.
- ნათქვამია, რომ ეხმარებოდა რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციებზე თავის არიდებაში;
- ასევე, ბიზნესინტერესები აქვს სანქტ-პეტერბურგის სანქცირებულ გუბერნატორსა და მოსკოვის დუმის დეპუტატთან.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები