თბილისში მაკდონალდსის კიდევ ერთი ახალი რესტორანი გაიხსნა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
კომპანია "მაკდონალდს საქართველო" გაფართოებასა და ქვეყნის მასშტაბით ახალი რესტორნების გახსნას აგრძელებს.
ამჯერად თბილისს "მაკდონალდს საქართველოს" კიდევ ერთი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ასობით ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. გახსნის ღონისძიებაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობები, მათ შორის სახის მოხატვა, დრამების შოუ და ბენდ "ნიუტონის" კონცერტი მოეწყო. ღონისძიების ფინალური აკორდი კი საზეიმო ფოიერვერკი გახლდათ, რომელმაც საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და გამორჩეული გახადა.
რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, "მაკდონალდს საქართველოს" დირექტორი თენგიზ კაპანაძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რიჩარდ რეკინა და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
ახალი რესტორანი ისანში, ისანი მოლთან განთავსდა და მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ისანში მდებარე რესტორანი იქნება ადგილი, რომელიც ახლომდებარე უბნების მაცხოვრებლებს მოუყრის თავს და მათი საყვარელი მენიუებით გაუმასპინძლდება. ამასთანავე, რესოტრანში მისულ სტუმრებს, მათთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც დახვდებათ, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.
ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 6,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 60 ადამიანი დაასაქმა.
ისანში მდებარე რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, მაკდონალდსი მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი, რაც სრულად მომხმარებელზეა მორგებული და აუმჯობესებს მათ კომფორტს. მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც მორგებულია შშმ პირებზე.
ისანი მოლთან მდებარე რესტორნის გარდა, წელს მაკდონალდსმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ეკომეგობრული რესტორანი გახსნა, რომლის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრომობილების დამტენებით ისარგებლოს. გარდა ამისა, რესტორანი მწვანე კონცეფციისა და ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი — 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.
თბილისში გახსნილ ორ ახალ რესტორანში მაკდონალდსმა ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.
უახლოეს ხანებში "მაკდონალდს საქართველო" ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, "მაკდონალდს საქართველომ" 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 150 მილიონ ლარს აღწევს. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში — 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 33 მილიონ ლარზე მეტია.
ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა — დღეის მდგომარეობით, "მაკდონალდს საქართველო" 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გახსნის პირველი დღიდან დღემდე, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
მიმდინარე წელს "მაკდონალდს საქართველო" მაკდონალდსის გლობალური ჯილდოს — "ოქროს თაღის" მფლობელი გახდა. ამ აღიარებით "მაკდონალდს საქართველო" გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი მაკდონალდსის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა





კომენტარები