რომან გოცირიძე

4 Oct. 2022, 16:53

თუ გავიხედავთ აქეთ მარჯვენა ფლანგზე, რა მშვიდი და ბედნიერი სახეებია ქართულ ოცნებაში. წუხანდელი უძინარი ღამის შემდეგ ყველა ელოდა გულისფანცქალით, ვინ იქნება ის 5 უბედური, რომელიც იმ ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას, ვითომ განდგომილი ოთხეული რომ ჰქვია, რომ მიუერთებენ.

დღეს ბედნიერები არიან, როგორი ღიმილია სახეზე, არ დაგადოთ ხელი მაინცდამაინც თქვენ ბიძინა ივანიშვილმა. ბედნიერია ბატონი მდინარაძე, რომელმაც მე სპეციალური ბრიფინგი მომიძღვნა ღამის ათ საათზე, თურმე რომან გოცირიძე ჭორებს ავრცელებსო ასინეთასავითო. ისეთი რამე თქვით, რომ 24 საათი მაინც გაძლოს თქვენმა ნათქვამმა, დილით მოვედი და რა ხდება, ჩამწკრივებულა ეს ხუთეული და ეს ოთხეულიც დაემატა და გახდა ახლა ცხრა. როგორც იტყვიან ქუჩურად, გააფუჭეს ხალხი. ეს პატიოსანი სპორტსმენი ყოფილიყო იქ, იქ სადაც იყო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა

შეიძლება ყველა კითხვას სწორად უპასუხო და მაინც საერთოდ არ გესმოდეს, რას ამბობ? ერთი შეხედვით, უცნაური კითხვაა. თუ ვინმე…