ეს ფილტრი გაჩვენებს, ვინ ხარ ყავის დალევამდე
ფოტო: Jacobs
სულ იმას ვამბობ, დილით, ყავის დალევამდე, მე მე არ ვარ-მეთქი. უფრო მეტიც, ხანდახან მგონია, ამ მნიშვნელოვანი რიტუალის შესრულებამდე ჩემში სხვა პიროვნება ცხოვრობს, რომელსაც ნამდვილ სახეს ყავა უბრუნებს — აი, ზღაპრებში ფერიები რომ მოჯადოებულ გმირებს უბრუნებენ უწინდელ ფორმას, ისე. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ეჭვიც არ მეპარება, ყავა ნამდვილად მაგიური სასმელია.
ასე მარტო მე როდი ვფიქრობ — მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი ყავას ყოველდღიურად სვამს და დარწმუნებული ვარ, ვერცერთ მათგანს წარმოუდგენია სამყარო ამ სასმლის გარეშე, მით უმეტეს, დილაობით.
აი, შენ კი ამის წარმოდგენაში ახალი ინსტაგრამფილტრი დაგეხმარება. ეს სახალისო ფილტრი მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდმა, იაკობსმა, შექმნა.
1-ელ ოქტომბერს ყავის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ამ განსაკუთრებულ თარიღთან დაკავშირებით ბრენდმა სახალისო კამპანია წამოიწყო. სწორედ მისი ნაწილია ინსტაგრამფილტრი, რომლის საშუალებითაც გაიგებ, ვინ ხარ ყავის დალევამდე.
ფილტრში რამდენიმე პერსონაჟს შეხვდები, რომლებიც უყავო დღის პრობლემებს ასახიერებენ; აქ გაიცნობ ძილიანობას, უენერგიობას, უხასიათობას და სხვა. ძილიანობას, მაგალითად, სითბო და სიმყუდროვე ჰყვარებია, თუმცა, სამსახურში გამოყოლაზე უარს მაინც არ გეტყვის და იქაც არ დაგანებებს თავს. მაგას ვინ ჩივის, მტრისას, უხასიათობა თუ აგეკიდა, ბუზღუნით გაგაბეზრებს და ბუზის სპილოდ ქცევით მოსვენებას არ მოგცემს თურმე.
ფოტო: Jacobs
პერსონაჟის არჩევის შემდეგ საკუთარი თვალით ნახავ, რა ძალა აქვს ყავას, ან, როგორც იაკობსში იტყვიან — არომაგიას.
მაინც რა არის არომაგია? მისი ისტორია საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1895 წელს, გერმანიაში, ბრემენის მხარეში, იწყება. იოჰან იაკობსი არომატის ძალამ დააფიქრა — იცოდა, რომ ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე ხარისხის ნიშანი. ეს ხომ მაგია გახლდათ, რომელიც ადამიანებში შთაგონებას და ოცნებას აღვიძებდა. იოჰანი მაშინ მიხვდა, რომ თავისი საქმიანობის მთავარი "ინგრედიენტი" სწორედ ოცნება უნდა ყოფილიყო — და ასე, მთელი ასწლეულის და კიდევ უფრო მეტის შემდეგაც კი, იაკობსის ბრენდის მთავარი ქვაკუთხედი ოცნებებს მიყოლაა.
მიმდინარე კამპანიაც სწორედ იმის აღნიშვნას ისახავს მიზნად, თუ რამდენს ნიშნავს ყავა ჩვენს ცხოვრებაში. ამის ახსნა, რა თქმა უნდა, მშრალად, რამდენიმე სიტყვითაც შეიძლებოდა; თუმცა, ფილტრით ხვდები, რომ არომაგია ისეთი რაღაცებისგანაც გიცავს, როგორიც იისფერთვალება, მწვანედ გაბუსხული უხასიათობაა.
ფოტო: Jacobs
და მაინც, თუკი დაგაინტერესებს როგორ წარმოუდგენიათ სხვებს სამყარო ყავის მაგიის გარეშე, შეგიძლია, ონლაინფორუმებზე შეიხედო, სადაც უჩვეულო პასუხებსაც გადააწყდები. აი, მაგალითად, ერთი ამბობს, რომ უყავო სამყაროში "დაელოდებოდა, როდის დაატყდებოდა თავს ძილიანობის ქარიშხალი". მეორე კი წერს, რომ ასეთ შემთხვევაში "ბევრი დაღლილი კლასელი ეყოლებოდა, საშუალო მოსწრება დაიკლებდა და მისი ქულები ამის ხარჯზე მაინც მოიმატებდა".
როგორც ჩანს, ზოგმა სათავისოდ რაღაც დადებითი მაინც გამოძებნა სამყაროში, სადაც ყავა არაა. თუმცა, შევთანხმდეთ, რომ სტუდენტების საშუალო მოსწრების დაკლება სულაც არაა სახარბიელო პერსპექტივა. ამიტომ, კვლავაც 1:0 ყავის მოყვარულების სასარგებლოდ.
შენ კი, თუ ისევ გიჭირს, ყოველდღიურობა ყავის გარეშე წარმოიდგინო, ან, უბრალოდ, საკუთარი თავის ყავამდელი ვერსია გაიცნო, აუცილებლად უნდა გამოსცადო იაკობსის შექმნილი ფილტრი ინსტაგრამზე.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები