10 წიგნი, რომელიც თინეიჯერების განცდებზე გვიყვება
ფოტო: წიგნები ბათუმში; სულაკაურის გამომცემლობა
თუკი თინეიჯერი ხართ, ანდაც თინეიჯერთან ერთად ცხოვრობთ და მისი ზმუკუნისა და თვალების ტრიალის ატანა გიწევთ (პირველი ქვა მან ისროლოს, ვისაც ამ ასაკში იგივე არ შეუცოდავს), შესაძლოა, ამ წიგნების წაკითხვამ თქვენი ყოფა გაამარტივოს და გაგრძნობინოთ, რომ მარტო არ ხართ. ის განცდები და პრობლემები, რასთან გამკლავებაც ახლა გიწევთ და სამყაროს დასასრულად გეჩვენებათ, სხვებსაც გამოუვლიათ და გადაულახავთ კიდეც. არც ცა ჩამოქცეულა, არც ოკეანეები დამშრალა, გულისტკივილი კი დროთა განმავლობაში ამდგარა, ბარგი ჩაულაგებია და გამქრალა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო წიგნს თინეიჯერებზე, რომლებიც ხელს ჩაგკიდებენ და არ გაგიშვებენ, ვიდრე თქვენ არ იქნებით ამისთვის მზად:
1. ანა ფრანკის დღიური — ანა ფრანკი
1942 წლის 12 ივნისს, როცა ანა ფრანკი ცამეტი წლის გახდა, საჩუქრად მიიღო დღიური, რომელიც სამუდამოდ შეინახავდა მის ხსოვნას. იუბილარმა იმ დღესვე გააკეთა პატარა ჩანაწერი და იმედი გამოთქვა, რომ შეძლებდა, დღიურისთვის გაენდო ის ყველაფერი, რასაც სხვა ადამიანებს ვერ უყვებოდა.
პირველივე გვერდებიდან ირკვევა, რომ ანა სიმორცხვით ვერ დაიკვეხნის და გაკვეთილების განმავლობაშიც კი არ წყვეტს თანაკლასელებთან ლაქლაქს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღიურს სახელად კიტის, საიდუმლოდ ანდობს, რომ მას ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს. "გულის სიღრმეში ახალგაზრდები უფრო მარტოსულები არიან, ვიდრე უფროსები", — მოგვიანებით წერს ის. ანა არც იმას მალავს, რომ უფროსები აზრის გამოხატვას არ აცლიან და რადგან ახალგაზრდაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა შეუშალონ იმის თქმაში, რასაც ფიქრობს.
თუკი, განიცდით, რომ არ გისმენენ და თქვენს აზრებს არასერიოზულად აღიქვამენ, რადგანაც თმა ჯერ კიდევ არ გაგთეთრებიათ, ანა ფრანკში აუცილებლად აღმოაჩენთ საკუთარ თავს.
დღიური ასევე აღწერს ანას კომპლექსურ ურთიერთობასა და კინკლაობას დედასთან, მის პირველ სიყვარულს, საიდუმლო სხვენში სხვა ადამიანებთან ერთად გამოკეტვას ნაცისტებისგან დასამალად და მის საოცარ სულისკვეთებას, რომელიც არაფრით არ კარგავს იმედს კაცობრიობის სიკეთეში. ალბათ სწორედ ამ რწმენამ შექმნა ისეთი სინათლით სავსე ტექსტი, როგორიც ანა ფრანკის დღიურია.
2. დინი — ჯუდი ბლუმი
დინი ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯუდი ბლუმის, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი რომანია და 13 წლის გოგოს შესახებ გვიყვება, რომლის დედასაც ძალიან უნდა, რომ მისი შვილი მოდელი გახდეს. ერთ დღესაც დედა-შვილი აღმოაჩენს, რომ დინის სკოლიოზი აქვს და შემდეგი 4 წელი საგანგებო კორსეტის ტარება სჭირდება. იმ ასაკში, როდესაც გოგოების უმრავლესობა ისეც მწყრალადაა საკუთარ გარეგნობასთან, არც დინისთვისაა მარტივი რკინის კორსეტის ტარება, თუმცა დროთა განმავლობაში ამას ეგუება და ხვდება, რომ მოდელობა სულაც არ ყოფილა მისი ოცნება.
ფოტო: Atheneum Books for Young Readers
წიგნი ასახავს მშობლების გავრცელებულ ჩვევას, საკუთარი ოცნებები შვილებს მოახვიონ თავზე და თავად დაგეგმონ მთელი მათი ცხოვრება, რაც, მოგეხსენებათ, არასდროს სრულდება კარგად.
რომანი ასევე ფაქიზად აღწერს თინეიჯერების ახლად გაღვიძებულ სექსუალურ ინტერესებს და ისეთ თემებსაც ღიად ეხება, როგორიც მენსტრუაცია და მასტურბაციაა. მისი წაკითხვისას ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ, თითქოს ძალიან გულახდილი მეგობარი შეიძინეთ, რომელიც ისეთ თემებზე დაგიწყებთ საუბარს, რაც ყოველთვის გაინტერესებდათ, მაგრამ შესაძლოა, ვერ ბედავდით ლაპარაკს.
3. აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი — ჯუდი ბლუმი
ჯუდი ბლუმის კიდევ ერთი რომანი მე-6 კლასელი მარგარეტის შესახებ გვიყვება, რომლის მშობლებიც დაქორწინებამდე სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები იყვნენ, შვილს კი რელიგიის გარეშე ზრდიან. მარგარეტს თავად უწევს იპოვოს ღმერთი, უპასუხოს საკუთარ კითხვებს და გადაწყვიტოს, რისი სჯერა და რისი — არა. ამასობაში, ის ნენსის, გრეჩენს და ჯენისაც დაიმეგობრებს და მათთან ერთად აკეთებს მკერდის გასაზრდელ სავარჯიშოებს.
როდესაც ებრაელი ბებია ცალკე, ხოლო დედის ქრისტიანი მშობლები ცალკე ცდილობენ, შვილიშვილი თავთავიანთ რელიგიაზე გადაიბირონ, მარგარეტი ბრაზდება და აცხადებს, რომ საერთოდ არ სჭირდება რელიგია და ღმერთი. ეს აღშთოფება მაშინვე ქრება, როცა სკოლის ბოლო დღეს მარგარეტს ნანატრი მენსტრუაცია მოსდის პირველად ცხოვრებაში და გულში მიმართავს ღმერთს: "ვიცი, რომ აქ ხარ, ღმერთო. ვიცი, რომ არაფრის გულისთვის გამოტოვებდი ამას. მადლობა, ღმერთო. საშინლად დიდი მადლობა."
4. სახლი მანგოს ქუჩაზე — სანდრა ცისნეროსი
მექსიკელ-ამერიკელი ესპერანზა ჩიკაგოს ღარიბ უბანში იზრდება და მისი სახლი არაფრით ჰგავს იმ სახლებს, რომლებსაც ტელევიზორში ხედავს. ესპერანზა ოცნებობს ხის თეთრ სახლზე დიდი ეზოთი და უამრავი ხით და ხშირად გამოხატავს სურვილს, გაიქცეს მანგოს ქუჩიდან. ამ მოზღვავებული ემოციებისგან დასამალად პოეზიას ეფარება და ლექსების წერას იწყებს. ავტორის თქმით, ესპერანზას ძლიერი სურვილი, ჰქონდეს საკუთარი სახლი, მხოლოდ ფიზიკური სახლის ძიებად არ უნდა გავიგოთ, ის ამით საკუთარ იდენტობასაც ეძებს, რომელიც უნდა, რომ მემკვიდრეობით მიღებული კულტურული კარკასისგან თავისუფალი იყოს.
მარტოსულობის განცდა და მომავლისკენ, რაღაც უხილავისკენ, ამაღელვებლისკენ სწრაფვა ესპერანზას ყველა თინეიჯერისთვის ახლობელს ხდის. ის უყურებს თავის ირგვლივ მცხოვრები ქალების ცხოვრებას, იმ გაჭირვებას და ძალადობას, რომლის მოთმენაც მათ უწევთ და იცის, რომ არ უნდა ერთ-ერთი მათგანი გახდეს, თუმცა როგორ უნდა გახდეს თვითონ განსხვავებული? როგორ უნდა გახდეს ისეთი ქალი, რომელიც არასდროს უნახავს?
ტრავმატული გამოცდილებები, მათ შორის სექსუალური ძალადობა, ესპერანზას აიძულებს, საბოლოოდ გადაწყვიტოს, რომ მიატოვოს მანგოს ქუჩა, თუმცა მალევე ხვდება, რომ ის გამოცდილებები, რომლებიც ამ ქუჩაზე ცხოვრებამ შესძინა, სამუდამოდ მასთან დარჩება, სადაც არ უნდა წავიდეს.
რომანის დასასრულს ის ფიცს დებს, რომ აქაურობას კი დატოვებს, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება, იმისთვის, რომ იმ ხალხს დაეხმაროს, ვინც უკან მოიტოვა.
5. ილაპარაკე — ლორი ჰოლც ენდერსონი
ილაპარაკე მე-9 კლასელი მელინდა სორდინოს და მისი ტრავმის შესახებ გვიყვება, რომელმაც იმდენად იმოქმედა მასზე, რომ მეტყველების უნარი თითქმის წაართვა. მელინდა არ ლაპარაკობს, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი არაა და როცა ეს აუცილებელია, რამდენიმე მოკლე ფრაზით შემოიფარგლება მხოლოდ. ის საუბარს ხელოვნების საშუალებით აგრძელებს და ხატვის კლასში ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე ხდება. სწორედ ხელოვნება ეხმარება მელინდას ნელ-ნელა გადაამუშავოს საკუთარი ტრავმა და ახლიდან აიშენოს იდენტობა.
წიგნი გვესაუბრება ისეთ თემებზე როგორიც მარტოსულობა, ბულინგი, დეპრესია და სექსუალური ძალადობისგან მიღებული ტრავმაა. მიუხედავად მისი პრობლემებისა, აღსანიშნავია მელინდას სარკასტული, მშრალი იუმორის გრძნობა, რომელსაც რომანის ყველაზე უფრო ბნელი კუნჭულებიდანაც კი თითქმის უსაფრთხოდ გამოვყავართ.
6. აუტსაიდერები — ს.ე. ჰინტონი
14 წლის პონიბოი კარტისს მშობლები ავტოავარიაში დაეღუპა და ორ უფროს ძმასთან, დერისთან და სოდაპოპთან, ერთად ცხოვრობს. პონიბოი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების და იმ ბანდის შესახებ, რომლის წევრებიც ის და მისი ძმები არიან. ბანდა, სახელად გრიზერები, რომელიც ქალაქის ღარიბი უბნების ხულიგნებისგან შედგება, უპირისპირდება მდიდარი და გავლენიანი ოჯახიშვილების ბანდას, სახელად სოცები. წიგნი გვიჩვენებს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკურ უთანასწორობას თინეიჯერების ურთიერთობაზე და როგორი დაუნდობლები შეუძლიათ, რომ ერთმანეთის მიმართ იყვნენ.
რომანი გვიჩვენებს, რომ თინეიჯერების ცხოვრება სულაც არაა ისეთი უსაფრთხო და უღრუბლო, როგორიც ეს შეიძლება უფროსებს ეგონოთ. პონიბოის ისევე, როგორც მისი მეგობრების სიცოცხლე ხშირად საფრთხეშია და ეს იქამდე გრძელდება, სანამ თავდასხმას თვითონაც საპასუხო თავდასხმით არ პასუხობენ, შემდეგ კი სანამ სიმშვიდე დაისადგურებდეს, შტორმი იწყება.
7. თამაში ჭვავის ყანაში — ჯ.დ. სელინჯერი
ამერიკაში შობის დღესასწაულია და მეამბოხე ჰოლდენ კოლფილდი უკვე მერამდენედ გარიცხეს პრესტიჟული სკოლიდან. ის ნიუ-იორკს უბრუნდება და გაუჩერებლად დახეტიალობს ქალაქში, სადაც უამრავ ადამიანს ხვდება, თუმცა მაინც თავის პატარა დაზე, ფიბიზე, და გარდაცვლილ პატარა ძმაზე ფიქრობს. ჰოლდენი თავს ყველასაგან გაუცხოებულად გრძნობს, მათ შორის საკუთარი მშობლებისგანაც, რომლებსაც სნობებად თვლის და ხვდება, რომ არც ისე ძალიან მოსწონს. ყველაფერთან ერთად კი, აქვს დანაკარგის საშინელი გრძნობა, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია, ვინც კი ბავშვობას უკვე გამოვემშვიდობეთ.
მეამბოხე ფასადის მიღმა, გულის სიღრმეში, ჰოლდენს ძალიან უნდა, ბავშვური გულუბრყვილობა და სიწმინდე შეინარჩუნოს, თუმცა ნელ-ნელა ხვდება, რომ სხვა გზა არ აქვს — უნდა გაიზარდოს. ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს იმ ბავშვების საფრთხისგან დაცვაა, რომლებსაც ჯერ არ მოსვლიათ გაზრდის დრო. სწორედ ამ სურვილიდან იბადება მისი ოცნება — თამაში ჭვავის ყანაში, რომელშიც ის კლდის პირას დგას, უკან ჭვავის ყანაა აუარება მოთამაშე ბავშვით და როგორცვე ისინი კლდის პირამდე დააპირებენ მირბენას, ჰოლდენი მათ იჭერს და ისევ ყანაში აბრუნებს.
8. პატარა ქალები — ლუიზა მეი ელკოტი
პატარა ქალები, ანუ ამბავი გოგოების შესახებ, რომელიც არასოდეს დაბერდება. წიგნი გვიყვება 4 თინეიჯერ დაზე, რომლებსაც შესაძლოა, ჩვენთვის უჩვეულოდ რუშრუშა კაბები აცვიათ და ცოტა მოძველებული ლექსიკით საუბრობენ, თუმცა მათი განცდები და ოცნებები ნებისმიერი თაობის ახალგაზრდა ქალისთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს. ემიდან დაწყებული, რომელსაც საკუთარი ცხვირი არ მოსწონს და სარეცხის სარჭის მოჭერით ცდილობს მის გასწორებას, თუ მეგით გაგრძელებული, რომელსაც თანატოლებთან საკუთარი ოჯახის სიღარიბის გამჟღავნებისა რცხვენია, თუ ბეტით, რომელიც საშინლად მორცხვია და განსაკუთრებით უცხოებთან საუბარი უჭირს, თუ ჯოთი, რომელსაც სურს, გოგოს მაგივრად ბიჭად დაბადებულიყო, რომ მეტი თავისუფლება და თავგადასავალი ჰქონოდა.
პატარა ქალები გვიყვება ერთი ოჯახის გაჭირვების, სიყვარულის და სიკეთის შესახებ და მისი კითხვისას ისეთი განცდა გაგიჩნდებათ, თითქოს 4 და შეიძინეთ.
9. პრინცესას დღიურები — მეგ ქებოტი
პრინცესას დღიურები მეგ ქებოტის წიგნების სერიაა, რომელშიც მოუხერხებელ, სასაცილო თინეიჯერ მია თერმოპოლისს ვეცნობით. მიას ჰყავს მსუქანა კატა, ლუი, საუკეთესო მეგობარი, ლილი, და ლილის ძმა, მაიკლი, რომელიც გულის სიღრმეში ძალიანაც მოსწონს, თუმცა თავდაპირველად ამას არაფრის დიდებით არ აღიარებს.
ისევე, როგორც თინეიჯერების უმეტესობას, მიასაც ჭირის დღესავით ეზარება მათემატიკის დავალებები და მათი დამვალებელიც. წარმოიდგინეთ მისი რეაქცია, როცა იგებს, რომ დედამისსა და მის ძვირფას მათემატიკის მასწავლებელს ერთმანეთი უყვარდებათ და ოფიციალურად იწყებენ შეხვედრებს.
ერთ შოკს მეორე ემატება, როცა ერთ დღესაც სტუმრად მიას უცნობი ბებია ჩამოდის და ირკვევა, რომ სინამდვილეში მია არც მეტი, არც ნაკლები ჯენოვიას პრინცესაა. ეს აღმოჩენა სამუდამოდ ცვლის თინეიჯერის ცხოვრებას და იწყება ზღაპრული თავგადასავალი, რომელიც ალბათ ყველა ადამიანის ოცნებაა.
10. ანგუსი, ტანგა ტრუსები და მთელი პირით კოცნა — ლუიზ რენისონი
ჯორჯია ნიკოლსონს, ემი მარჩისა არ იყოს, საშინლად არ მოსწონს საკუთარი ცხვირი და ცდილობს, არც კი გაიღიმოს, ხსენებული ცხვირი ზედმეტად რომ არ გადაეშალოს სახეზე. ის და მისი საუკეთესო მეგობარი, ჯესი, სხვა თინეიჯერი გოგოების მსგავსად, ძალიან ბევრს ფიქრობენ საკუთარ გარეგნობაზე, ჩასაცმელსა და ბიჭებზე.
წიგნების სერიის პირველი რომანი კარგად აღწერს იმ პირველ გამოცდილებებს, როცა გოგოები პაემნებზე სიარულს, ფლირტს და კოცნის ხელოვნებაში ვარჯიშს იწყებენ, ასევე მათ უთანხმოებას მშობლებთან, როცა ისინი უფლებას არ აძლევენ საკუთარი ოთახის კარზე საკეტი დააყენონ და მეტი პირადი სივრცე ჰქონდეთ.
ჯორჯიას პირველი ტრიუმფები და მარცხები და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი სასაცილო ისტორია გულგრილს არც ქართველ მკითხველს დატოვებს.
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა










კომენტარები