მარიუპოლის მცველები ტყვეობამდე და შემდეგ
უკრაინამ გუშინ, 21 სექტემბერს 215 ტყვე დაიბრუნა, მათ შორის 108 აზოვის პოლკის მებრძოლია. 200 ადამიანი პრორუს დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს, ხოლო აზოვსტალის 5 გმირი მეთაური — 55 სამხედრო ტყვეში.
გუშინდელი საღამო განსაკუთრებით ემოციური იყო უკრაინელი ხალხისთვის, გათავისუფლებული მარიუპოლის მცველები შეუპოვრობის და სიმამაცის სიმბოლო არიან. ქვეყანაში კარგად ახსოვთ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ იზოლაციაში მყოფი მებრძოლები მტერს, სანამ პრეზიდენტისგან სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება არ მიიღეს.
განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ აზოვსტალში მყოფი 5 მეთაურის, დენის პროკოპენკოს, სერჰი ვოლინსკის, სვიატოსლავ პალამარის, დენის შლეგასა და ოლეგ ხომენკოს გათავისუფლებას, მათი სიცოცხლე რუსეთის ტყვეობაში საფრთხის ქვეშ იყო. ახლა ისინი თურქეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის ქვეშ იქნებიან და ომის დასრულებამდე იქ დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ აზოვსტალის მებრძოლები რუსეთმა ტყვედ 17 მაისს აიყვანა. გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეცვალა ისინი ოკუპანტების პატიმრობაში გატარებულმა ოთხმა თვემ და რა ემოციებით დაბრუნდნენ სამშობლოში. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს — ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ.
დენის პროკოპენკო: აზოვის ბატალიონის მეთაური
სერჰი ვოლინსკი: უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ფოტო: კადრი ვიდეოდან
სვიატოსლავ პალამარი: აზოვის პოლკის მეთაურის თანაშემწე
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ფოტო: უკრაინის რადა
კატერინა პოლიშუკი: აზოვსტალელი მედიკოსი, იგივე "პტაშკა"
ფოტო: უკრაინსკა პრავდა / ტელეგრამი
ფოტო: SBU
მიხაილ ვერშინინი: მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი
ფოტო: Unian / ტელეგრამი
ფოტო: უკრაინის რადა
მიხაილო დიანოვი: აზოვის მებრძოლი
ფოტო: Dmytro Kozatskyi
ფოტო: SBU
დმიტრი კოზაცკი: აზოვის მებრძოლი და ფოტოგრაფი, რომლის გადაღებული კადრებით მსოფლიომ გაიგო, რა ხდებოდა ქარხანაში
ფოტო: Dmytro Kozatskyi
ფოტო: უკრაინის რადა
და ბოლოს, ამ კადრებში ჩანს როგორ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა აზოვსტალი და რა ემოციებით დაბრუნდა მათი ნაწილი ტყვეობიდან
ფოტო: AP Photo/Alexei Alexandrov
ფოტო: SBU
კომენტარები